საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2021 წლის 29 ივლისის №14409/10, №14410/10, №14411/10, №14428/10, №14429/10, №14447/10, №14448/10, №14449/10, №14450/10, №14451/10 და №14452/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის №14 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილებები რეაკრედიტაციის მიზნით „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში:
ა) II ნაწილის „ა“ პუნქტის 34-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 34);
ბ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 36-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 36);
გ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 37-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სოციოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 37);
დ) II ნაწილის „ა“ პუნქტის მე-40 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“40. მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკური და ტურიზმის გეოგრაფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 40);”;
ე) II ნაწილის „ა“ პუნქტის 41-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „საერთაშორისო ურთიერთობები“ (დანართი 41);
ვ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 43-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გენდერის კვლევა“ (დანართი 43);
ზ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 45-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მასობრივი კომუნიკაციის და მედიის კვლევები“ (დანართი 45);
თ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 56-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ევრაზიისა და კავკასიის კვლევები“ (დანართი 56);
ი) II ნაწილის „გ“ პუნქტის მე-60 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სოციოლოგია“ (დანართი 60);
კ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 62-ე ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“62. სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფია (დანართი 62);”;
ლ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 63-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება“ (დანართი 63);
მ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 65-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა“ (დანართი 65);
ნ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 666 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“666. კონფლიქტოლოგია (დანართი 256, ყოფილი დანართები 233 და 44);”;
ო) II ნაწილის „დ“ პუნქტის 73-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „სოციოლოგია“ (დანართი 73);
პ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 74-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება“ (დანართი 74);
ჟ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 75-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „საზოგადოებრივი გეოგრაფია“ (დანართი 75);
რ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 761 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „მასობრივი კომუნიკაცია“ (დანართი 198);
ს) II ნაწილის „დ“ პუნქტის 768 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „კონფლიქტების ანალიზი და მართვა“ (დანართი 257);
ტ) V ნაწილის „დ“ პუნქტის 981 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა (ინგლისურენოვანი)“ (დანართი 276);
უ) VII ნაწილის „ბ“ პუნქტის 194-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება“ (დანართი 228);
ფ) VII ნაწილის „ბ“ პუნქტის 195-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“ (დანართი 229);
ქ) VII ნაწილის „ბ“ პუნქტის 196-ე ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“196. განათლების ფსიქოლოგია (დანართი 230);”;
ღ) VII ნაწილის „ბ“ პუნქტის 203-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია“ (დანართი 237).
2. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში:
ა) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-9 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“ (დანართი 9);
ბ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-10 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ინფორმაციული სისტემები“ (დანართი 10);
გ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 24-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“ (დანართი 24);
დ) III ნაწილის „ა“ პუნქტის 77-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეკონომიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 77);
ე) III ნაწილის „ა“ პუნქტის 78-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 78);
ვ) III ნაწილის „ა“ პუნქტის 791 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„791. საბაკალავრო პროგრამა ეკონომიკაში (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა) (დანართი 274);“;
ზ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 81-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ (დანართი 81);
თ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 82-ე ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„82. სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკაში (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა)“ (დანართი 82);
ი) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 831 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ტურიზმი“ (დანართი 211);
კ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 832 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლუმიერის უნივერსიტეტის - ლიონ 2 (საფრანგეთი) ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა „ტურიზმი““ (დანართი 289);
ლ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 110-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კულტურის კვლევები (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 110);
მ) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 125-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ესპანური ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 125);
ნ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 164-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „რუსეთისმცოდნეობა“ (დანართი 164);
ო) IV ნაწილის „ა“ პუნქტის 87-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სამართალი“ (დანართი 87);
პ) VII ნაწილის „ა“ პუნქტის 191-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 225);
ჟ) VII ნაწილის „ბ“ პუნქტის 195-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“ (დანართი 229);
რ) VII ნაწილის „ბ“ პუნქტის 2061 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „იურიდიული ფსიქოლოგია“ (დანართი 278);
ს) VII ნაწილის „გ“ პუნქტის 214-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“ (დანართი 248);
ტ) VII ნაწილის „გ“ პუნქტის 2154 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „განათლების მეცნიერებები“ (დანართი 301);
უ) VII ნაწილის „ზ“ პუნქტის 220-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა“ (დანართი 288).
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე