საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა  და განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში 65 წლის ან მეტი ასაკის პირთა მონაწილეობის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, თსუ-ს ფსიქოლოგიისა  და განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის 15 ივნისის №12293/26 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 18 ივნისის №15 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 14 ივნისის №144/01-01  ბრძანებით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის თსუ-ს ფსიქოლოგიისა  და განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტის შუამდგომლობის საფუძველზე გამონაკლისის სახით არ დაწესდეს ასაკობრივი შეზღუდვა.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე
აკადემიური საბჭოს წევრი

სრულად

დადგენილება N: 155/2018

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტისათვის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა თანახმად დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსის მინიჭების (შექმნის) შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 2015 წლის 27 ნოემბრის (N4582-Iს) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 232 მუხლის, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 14 ივნისის №12146/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 18 ივნისის №15 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის წესდების 232 მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს - პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტს მიენიჭოს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსი.

 

2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე
აკადემიური საბჭოს წევრი

სრულად

დადგენილება N: 154/2018

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის №149/2018 დადგენილებაში ტექნიკური შეცდომების გასწორების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 59-ე მუხლის,  „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2018 წლის 15 ივნისის №12212/29 და 18 ივნისის №12325/29 წერილებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 18 ივნისის №15 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის №149/2018 დადგენილებაში:

 

ა) მე-2 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის შემადგენლობის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ზ) გივი ბედიანაშვილი - ევროპის უნივერსიტეტის  პროფესორი.“; 

 

ბ) მე-3 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის შემადგენლობის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ბ) ბაბულია მღებრიშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე
აკადემიური საბჭოს წევრი

სრულად

დადგენილება N: 153/2018

„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვისა და შემუშავების  წესის და დამტკიცების პროცედურის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 23 აპრილის №99/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2018 წლის 15 ივნისის №12305/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 18 ივნისის №15 სხდომის ოქმის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვისა და შემუშავების  წესის და დამტკიცების პროცედურის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 23 აპრილის №99/2018 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ  №1 დანართში:

 

ა)  პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,1. საგნობრივ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  და ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (შემდგომში - მოდულური პროგრამა) უნდა აკმაყოფილებდეს წინამდებარე დოკუმენტით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს და მასში მითითებული უნდა იყოს:

 

ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (საგნობრივი):


ა.ა) პროგრამის სახელწოდება (ქართულად და ინგლისურად);
ა.ბ) პროფესიული განათლების საფეხური;
ა.გ) მისანიჭებელი კვალიფიკაცია (ქართულად და ინგლისურად);
ა.დ) პროგრამის მოცულობა კრედიტებით;
ა.ე) სწავლების ენა;
ა.ვ) პროგრამაზე დაშვების წინაპირობა;
ა.ზ) პროგრამის მიზანი, რომელიც მიმართულია სტუდენტის კომპეტენციების გამომუშავებასა და დასაქმების სფეროს განსაზღვრაზე;
ა.თ) სწავლის შედეგი;
ა.ი) სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები;
ა.კ) სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა;
ა.ლ) სასწავლო გეგმა, სწავლების ორგანიზების თავისებურებების მითითებით;
ა.მ)  პროგრამის ხელმძღვანელი/ხელმძღვანელები/კოორდინატორი;
ა.ნ) დასაქმების სფეროები: პროგრამის შემუშავების დროს რეკომენდებულია აქტიური კონსულტაციები პოტენციურ დამსაქმებლებთან, რომ მათთან ერთად განისაზღვროს ის კონკრეტული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რომლებიც მოეთხოვება კურსდამთავრებულს შრომის ბაზრის კონკრეტული სფეროს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;
ა.ო) დამატებითი ინფორმაცია: მიეთითება საჭიროების შემთხვევაში.


ბ) მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა:


ბ.ა)     სატიტულე ფურცელი;
ბ.ბ)    ჩარჩო დოკუმენტის სახელწოდება რომლის საფუძველზეც იქმნება პროგრამა;
ბ.გ)    ჩარჩო დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომერი;
ბ.დ) პროფესიული სპეციალიზაცია/სპეციალიზაციები და მისანიჭებელი კვალიფიკაცია/კვალიფიკაციები;
ბ.ე)  საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი;
ბ.ვ)   დაშვების წინაპირობა/წინაპირობები;
ბ.ზ)  კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობები;
ბ.თ) საგანმანათლებლო პროგრამის  სტრუქტურა და მოდულები;
➢ ქართულენოვანი სტუდენტებისთვის;
➢ სასწავლო გეგმა რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურენოვანი ტესტირების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის.
ბ.ი) მისანიჭებელი კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების შესაბამისი სწავლის შედეგები;
ბ.კ) ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების შესაძლებლობები;
➢   ოპტიმიზირებული   პროგრამის   ადაპტირების   დროს   სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უფლებამოსილია შეიმუშაოს ისეთი პროფესიული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამა, რომლითაც გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ერთი პროფესიული სპეციალიზაცია/მისანიჭებელი კვალიფიკაცია.
➢   შემუშავებული  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შესაძლებელია ითვალისწინებდეს არჩევითი სტატუსის მოდულებს ამავე პროფესიული პროგრამის ზოგადი და პროფესიული მოდულების კრედიტთა საერთო მოცულობის არაუმეტეს 20%-სა.
➢  ერთი  და  იმავე პროფესიულ სპეციალიზაციაზე  შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა  მიდგომით, რომელთაგან      ერთი განსაზღვრავს სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებულ 50%-ზე მეტი სწავლის შედეგების რეალურ სამუშაო გარემოში მიღწევას.
ბ.ლ) სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურება და კრედიტის მინიჭება;
ბ.მ) პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება;
➢ პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული (სავალდებულო ზოგადი, პროფესიული და არჩევითი) მოდულებით გათვალისწინებული ყველა კრედიტი.
➢ პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამა,  რომელშიც  სავალდებულო  პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგებისთვის გამოყოფილი კრედიტების საერთო მოცულობის 50% ან მეტი რეალურ სამუშაო გარემოში მიიღწევა, კვალიფიკაციის მინიჭების დამატებითი პირობაა კვალიფიკაციის გამოცდის ჩაბარება.
ბ.ნ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პროფესიული სტუდენტების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულობის უზრუნველყოფა;
ბ.ო) ჩარჩო დოკუმენტის შემუშავების სამართლებრივი საფუძვლები და მოქმედების ვადა;
ბ.პ) საავტორო უფლებები.“;

 

ბ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ბ.დ) სასწავლო გეგმა (რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურენოვანი ტესტირების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის);“;

 

გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 3. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა


მოდულური პროგრამების შემთხვევაში პროგრამაზე დაშვების წინაპირობა შეიძლება იყოს საბაზო და/ან სრული ზოგადი განათლება და მოდულურისათვის  პროგრამის ჩარჩო დოკუმენტით განსაზღვრული მოთხოვნები. საგნობრივი პროგრამების შემთხვევაში პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული წინაპირობები.“;

 

დ) მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„5. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო გეგმაში  მითითებულია მოდულები კრედიტების მიხედვით.“;

 

ე) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 17. მოქმედი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება


მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განვითარება და შემდგომი ცვლილებების ინიცირება უნდა მოხდეს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული გარე ინიცირების წესისა და პროცედურების შესაბამისად. პროგრამაში  არსებითი  ცვლილების  შეტანის შემთხვევაში ინფორმაცია უნდა აიასახოს ვებგვერდზე კატალოგში.“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე
აკადემიური საბჭოს წევრი

სრულად

დადგენილება N: 152/2018

“სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიული სტუდენტების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2018 წლის 23 აპრილის №100/2018 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2018 წლის 15 ივნისის №12305/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 18 ივნისის №15 სხდომის ოქმის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიული სტუდენტების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2018 წლის 23 აპრილის №100/2018 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ  №1 დანართში და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ა) სტუდენტზე გათვალისწინებული სასწავლო გარემო;“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე
აკადემიური საბჭოს წევრი

სრულად

დადგენილება N: 151/2018

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2018 წლის 15 ივნისის №12304/10 წერილისა და  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 18 ივნისის №15 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი (დანართი №1).

 

 

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №139/2013 დადგენილება.


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე
აკადემიური საბჭოს წევრი

სრულად

დადგენილება N: 150/2018

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2018 წლის 10 მაისის №109/01-01, №110/01-01 და №111/01-01 ბრძანებების, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2018 წლის 12 ივნისის №11899/29, №11900/29 და  №11901/29 წერილებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის №14 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (მენეჯმენტისა და ადმინისტრირების, ფინანსებისა და საბანკო საქმის, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის, საერთაშორისო ბიზნესის და მარკეტინგის კათედრები) პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) ირმა ქავთარაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ეკონომიკის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) შალვა მაჭავარიანი - აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თეა მუნჯიშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ნუგზარ პაიჭაძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი;
ე) მარინე კობალავა - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ვ) მარინა მაისურაძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ზ) გიული ქეშელაშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) მერაბ ჯიქია - თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ვასილ კიკუტაძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნატო კაკაშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი (კომისიის მდივანი).

 

2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (თეორიული ეკონომიკის, მაკროეკონომიკის, მიკროეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკის, ეკონომეტრიკის, ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის და საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრები) პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) მარინა ჩავლეიშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ლელა ბახტაძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) გულნაზ ერქომაიშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) თამაზ ზუბიაშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) მალხაზ ჩიქობავა - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ვ) ნინო მიქიაშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ზ) გივი ბედინეიშვილი - ევროპის უნივერსიტეტის  პროფესორი.

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) ნაზირა კაკულია - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) რამაზ ფუტკარაძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მანანა ლობჟანიძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი (კომისიის მდივანი).

 

3. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (მარკეტინგის კათედრა) ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) ნინო ფარესაშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) დოდო მღებრიშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) რუსუდან სეთურიძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) მერაბ ხოხობაია - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი;
ე) ნინო დამენია - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) დემურ სიჭინავა - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მაია ვეშაგური - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ეკატერინე უროტაძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი (კომისიის მდივანი).

 

4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 149/2018

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო  და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2018 წლის 2 მაისის №102/01-01 და №103/01-01 ბრძანებების, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის 8 ივნისის №11678/27 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის №14 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეორიული და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის, ქართული ენის, კავკასიოლოგიის, თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტებში პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) გიორგი ალიბეგაშვილი - საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის  თავმჯდომარე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მერი ნიკოლეიშვილი - თსუ-ს ემერიტუსი, ფილოლოგიის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მარიამ მირესაშვილი – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის მდივანი);
დ) ქეთევან დათუკიშვილი - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი;
ე) კახაბერ  ლორია - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი;
ვ) ელგუჯა მაკარიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი;
ზ) ხვთისო მამისმედიშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი;
თ) ტარიელ სიხარულიძე - ერზრუმის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
ი) მიხეილ ქავთარია - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი კონსულტანტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
კ) თამარ შარაბიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
ლ) მერაბ ჩუხუა - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) თინათინ ბოლქვაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) თამარ ციციშვილი - თსუ-ს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ცირა ბარამიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის მდივანი).

 

2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევების, ეთნოლოგიის, არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტების პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) ვახტანგ ლიჩელი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა  დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) გურამ ლორთქიფანიძე    - თსუ-ს ემერიტუსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ირაკლი ჩხაიძე - თსუ-ს  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ნინო მინდაძე - თსუ-ს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი;
ე) ელდარ ნადირაძე - ეროვნულ მუზეუმთან არსებული ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი;
ვ) სანდრო ნონეშვილი - აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ისტორიის დოქტორი;
ზ) თინათინ ღუდუშაური - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის დოქტორი.

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) გურამ გრიგოლია - თსუ-ს ემერიტუსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ლელა ფირალიშვილი - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თამილა კოშორიძე - გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს სერგი მაკალათიას სახელობის  ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპოზიციების კურატორი,  ეთნოლოგიის  დოქტორი   (კომისიის მდივანი).

 

3. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის, სლავისტიკისა და კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტებში პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) თინათინ მარგალიტაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) რუსუდან დოლიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მაკა ქამუშაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი (კომისიის მდივანი);
დ) ნინო აბრალავა - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი;
ე) მარინა აროშიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
ვ)   ნანა გოგოლაშვილი - თსუ-ს  ემერიტუსი, ფილოლოგიის დოქტორი;
ზ) თემურ კობახიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
თ)  ლია  ლორია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ემერიტუსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
ი) ოლღა პეტრიაშვილი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
კ) ბელა ხაბეიშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი;
ლ) ზაზა ხინთიბიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) მანანა ფხაკაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნანა ძოწენიძე - თსუ-ს ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელი, ფილოლოგიის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ანი ჩიქოვანი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი (კომისიის მდივანი).

 

4. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) გოჩა ჯაფარიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი,  ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ჯემალ შარაშენიძე - თსუ-ს ემერიტუსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) დალი ჩიტუნაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული  პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი (კომისიის მდივანი).
დ) ლეილა ბახტაძე - თსუ-ს ენების შემსწავლელი ცენტრის მოწვეული მასწავლებელი, ფილოლოგიის დოქტორი;
ე) თინათინ კუბლაშვილი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი;
ვ) გიორგი ლობჟანიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი;
ზ) ქეთევან ლორთქიფანიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის  დოქტორი;
თ) თამარ მოსიაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი;
ი) დარეჯან სვანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის  აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, ფილოლოგიის  დოქტორი;
კ) ზაზა შაშიკიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი;
ლ) მერი ჩიქობავა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის  აღმოსავლეთმცოდნეობის   ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი, ფილოლოგიის  დოქტორი.

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) მარიკა ჯიქია - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი,  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მზისა ბუსკივაძე - თსუ-ს ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელი, ფილოლოგიის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნინო სამსონია - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).

 

5. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის,  ხელოვნების ისტორიისა და თეორიის, ვიზუალური ხელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტების პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) ირაკლი ბათიაშვილი - ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფიის  დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნატო გენგიური - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ანასტასია ზაქარიაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი (კომისიის მდივანი);
დ) ირინე აბესაძე - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
ე) მარინე გაჩეჩილაძე - გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული კვლევითი ცენტრის  ახალი და თანამედროვე ხელოვნების განყოფილების გამგე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი;
ვ) ალექსანდრე  ვახტანგოვი - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ტელერეჟისორი;
ზ) აკაკი ყულიჯანიშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის     პროფესორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი;
თ) მამუკა ცეცხლაძე  - მხატვარი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი;
ი) ვანო ჭიაურელი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი.

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) ნინო თომაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ირინე მირიჯანაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ლორეტა შენგელია-აბაშიძე - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოწვეული პროფესორი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (კომისიის მდივანი).

 

6. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის, მსოფლიო ისტორიის, ამერიკისმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტების პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) ზაზა აბაშიძე - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მურმან პაპაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თეა ქარჩავა - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, ისტორიის დოქტორი (კომისიის მდივანი);
დ) აპოლონ თაბუაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი;
ე) ელენე მეძმარიაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი;
ვ)  ჯაბა  სამუშია - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი, ისტორიის  დოქტორი;
ზ) თენგიზ სიმაშვილი - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის დოქტორი;
თ) ჯემალ შარაშენიძე - თსუ-ს ემერიტუსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი;
ი) დაზმირი ჯოჯუა - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი.

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) ქეთევან ნადირაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ქეთევან ანთელავა - თსუ-ს ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელი, ამერიკისმცოდნეობის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ფატიმა შეყლაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი (კომისიის მდივანი).

 

7. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
8. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
9. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 148/2018

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ1“ ქვეპუნქტის, 293 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ1" ქვეპუნქტის, 235 მუხლის მე-2 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ1“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის 2018 წლის 8 ივნისის №11681/10 კორესპონდენციისა და  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის №14 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე დამტკიცდეს გელა გელაშვილი.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დირექტორის უფლებამოსილება ძალაში შევიდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 147/2018

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ1“ ქვეპუნქტის, 293 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ1" ქვეპუნქტის, 235 მუხლის მე-2 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ1“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 2018 წლის 5 ივნისის №11390/10 კორესპონდენციისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის №14 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე დამტკიცდეს გიორგი ჯაიანი.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4.  დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 146/2018

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსებში 65 წლის ან მეტი ასაკის პირთა მონაწილეობის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2018 წლის 28 მაისის №10775/29  წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 4 ივნისის №13 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. თსუ-ს რექტორის 2018 წლის 10 მაისის №109/01-01  და №110/01-01  ბრძანებებით  ეკონომეტრიკის, მაკროეკონომიკის, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის, მარკეტინგის, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების, საერთაშორისო ბიზნესის, ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრებზე გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობისათვის თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის შუამდგომლობის საფუძველზე გამონაკლისის სახით არ დაწესდეს ასაკობრივი შეზღუდვა.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 145/2018

ჟან-კლოდ იუნკერისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 4 ივნისის №13 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის, ევროკავშირის მიერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებასა და საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში შეტანილი წვლილისათვის ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

 

2. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 144/2018

ვახტანგ ლიჩელისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №38/2014 დადგენილების, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის 29 მაისის №10869/27 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 4 ივნისის №13 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესსა და არქეოლოგიის განვითარებაში შეტანილი  მნიშვნელოვანი წვლილისა და განსაკუთრებული ღვაწლისათვის პროფესორ ვახტანგ ლიჩელს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.

 

2. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
3.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 143/2018

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2018 წლის პირველი მაისის №99/01-01 და №100/01-01 ბრძანებების, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის 18 მაისის №10125/28 და 25 მაისის №10638/28 წერილებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 4 ივნისის №13 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) დავით ნატროშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორი, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტი,   ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ჰამლეტ მელაძე - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) პეტრე ბაბილუა - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი   (კომისიის მდივანი);
დ) მამუკა ნადარეიშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი;
ე) ნიკოლოზ გორგოძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი;
ვ) ანზორ ბერიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი;
ზ) ალექსანდრე აპლაკოვი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის - სეუს ასოცირებული პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) დუგლას უგულავა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მალხაზ შაშიაშვილი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნატალია ჩინჩალაძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი  (კომისიის მდივანი);
დ) თამაზ სულაბერიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი;
ე) ონისე სურმანიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის   პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

 

2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) ალექსანდრე გამყრელიძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) სერგო ცირამუა - საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლის პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი   (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ირინა ხუციშვილი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) მიხეილ თუთბერიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი;
ე) ქეთევან კუთხაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) მანანა ხაჩიძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ია მოსაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი, საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ლელა ალხაზიშვილი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი  (კომისიის მდივანი);
დ) მაია მიქელაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.

 

3. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

 საკონკურსო კომისია

 

ა) გივი გავარდაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნოდარ ელიზბარაშვილი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ლამზირა ლაღიძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ნანა  ბოლაშვილი -  თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი;
ე) ზურაბ ჯანელიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი;
ვ) მაია მელაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, სოფლის მეურნეობის  აკადემიური დოქტორი.

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) მელორ ალფენიძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის  პროფესორი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ელენე სალუქვაძე - თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ვაჟა ტრაპაიძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ზურაბ  სეფერთელაძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.

 

4. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) თენგიზ ზაალიშვილი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის გენომის სტრუქტურისა და ფუნქციის ლაბორატორიის გამგე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი  (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ლეილა წაქაძე - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მემბრანოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი,  ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მაია გაიოზიშვილი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ვერა ფხაკაძე - სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდების დაცვის მთავარი კურატორი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი;
ე) ნატო დარჩია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი;
ვ) მანანა ბერულავა - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი.

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა)  მარინა ზარქუა - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი,  ბიოლოგიის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ფელიქს კალანდარიშვილი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ქეთევან მენაბდე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ნუნუ მიცკევიჩი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

5. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) ლევან ნადარეიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი  (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მაია ცინცაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ელენე კაცაძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) მზია ციცაგი - თსუ-ს პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი;
ე) დავით ტუღუში - საქართველოს აგრარული  უნივერსიტეტის პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი;
ვ) გიორგი ბეზარაშვილი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) ჯიმშერ მაისურაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ოპტიკურ-ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნათელა ანანიაშვილი - თსუ-ს რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მარინა ქარჩხაძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) გურამ ტყემალაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
ე) მზია ხუნდაძე - თსუ-ს რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი.

 

6. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის და  კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტების მათემატიკური ლოგიკისა და დისკრეტული სტრუქტურების კათედრის (ინტერდისციპლინური) და    რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრის (ინტერდისციპლინური) პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) გიორგი გიორგობიანი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნანა გულუა - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ვლადიმერ ოდიშარია – თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) პაატა წერეთელი – შპს „EM კონსულტაციები და პროგრამული უზრუნველყოფა  EMCoS“-ის  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა   კანდიდატი;
ე) ვიაჩესლავ მესხი – კიბერნეტიკის ინსტიტუტის უფროსი ინჟინერ-პროგრამისტი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) ზაზა სანიკიძე -  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის   სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნატალია  ჩინჩალაძე  -  თსუ-ს  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) რუსლან  სურმანიძე   -  თსუ-ს  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ირინა ხუციშვილი   -   თსუ-ს   ზუსტ   და   საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

7. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
8. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
9. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 142/2018

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე  პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2018 წლის 16 აპრილის №76/01-01 და №77/01-01 ბრძანებების, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის 29 მაისის №10931/30 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 4 ივნისის №13 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და  მასობრივი  კომუნიკაციის მიმართულების ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) მარი წერეთელი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნათია კუპრაშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის   ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნანული ტალახაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) თამაზ ჯოლოგუა - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი;
ე) ლია წიკლაური - საზოგადოებრივი მაუწყებლის დაგეგმვისა და პროგრამირების მენეჯერი, ჟურნალისტი.

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) ნინო ჭალაგანიძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) რევაზ ჭიჭინაძე -  თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ხათუნა კაჭარავა - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).

 

2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) იაგო კაჭკაჭიშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ლია წულაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის   ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მარინა ბურძენიძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ნათელა დონაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი;
ე) ამირან ბერძენიშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი.

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) ნინო დურგლიშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) თეონა მატარაძე -  თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) შორენა თურქიაშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი).

 

3. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური  მიმართულების პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) გუგული მაღრაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ზურაბ აბაშიძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის   ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) სალომე დუნდუა - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ვახტანგ მაისაია - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  მოწვეული ლექტორი, დოქტორი;
ე) პაატა ზაქარეიშვილი - ექსპერტი ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევაში.

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) გიორგი გოგსაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მალხაზ მაცაბერიძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თეონა მატარაძე -  თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).

 

4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 141/2018

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ7“ ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  431 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს ფორმირების (წევრების შერჩევისა და კრიტერიუმების  დამტკიცების) წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №117/2018 დადგენილებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 4 ივნისის №13 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) ელიზბარ ნადარაია - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი;
ბ) ალექსანდრე შენგელაია - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი;
გ) მორის შალიკაშვილი - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი;
დ) მარინე ჩიტაშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი;
ე) იური ანანიაშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
ვ) იოსები სალუქვაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
ზ) ქეთევან ხუციშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
თ) თენგიზ ცერცვაძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტი;
ი) დავით კაპანაძე - თსუ-ს ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი;
კ) გიორგი ლომინაძე - თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი;
ლ) თამაზ ჭელიძე - თსუ-ს მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი;
მ) ივანე ამირხანაშვილი - თსუ-ს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი;
ნ) გივი პაპავა - თსუ-ს პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი;
ო) ლიანა გოგიაშვილი - თსუ-ს ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი;
პ) გიორგი ბერულავა - თსუ-ს პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი;
ჟ) თამარ ებრალიძე - თსუ-ს თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი;
რ) თამარი ჯობავა - თსუ-ს მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა  კოლეგიაში  (მისამართი:  ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 140/2018

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს 
2019 წლის 17 ივნისის №73/2019 დადგენილებით

 


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ7“ ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  431 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს ფორმირების (წევრების შერჩევისა და კრიტერიუმების  დამტკიცების) წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №117/2018 დადგენილებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 4 ივნისის №13 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) ელიზბარ ნადარაია - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი;
ბ) ალექსანდრე შენგელაია - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი;
გ) მორის შალიკაშვილი - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი;
დ) მარინე ჩიტაშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი;
ე) იური ანანიაშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
ვ) იოსები სალუქვაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
ზ) ქეთევან ხუციშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
თ) ნინო ოკრიბელაშვილი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტი; (17.06.2019; №73/2019)
ი) დავით კაპანაძე - თსუ-ს ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი;
კ) გიორგი ლომინაძე - თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი;
ლ) თამაზ ჭელიძე - თსუ-ს მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი;
მ) ივანე ამირხანაშვილი - თსუ-ს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი;
ნ) გივი პაპავა - თსუ-ს პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი;
ო) ლიანა გოგიაშვილი - თსუ-ს ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი;
პ) გიორგი ბერულავა - თსუ-ს პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი;
ჟ) თამარ ებრალიძე - თსუ-ს თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი;
რ) თამარი ჯობავა - თსუ-ს მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა  კოლეგიაში  (მისამართი:  ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 140/2018

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ1“ ქვეპუნქტის, 293 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ1" ქვეპუნქტის, 235 მუხლის მე-2 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ1“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 2018 წლის 30 მაისის №11038/10 კორესპონდენციისა და  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 4 ივნისის №13 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე დამტკიცდეს მიხეილ ნიორაძე.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დირექტორის უფლებამოსილება ძალაში შევიდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 139/2018

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის  დირექტორის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ1“ ქვეპუნქტის, 293 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ1" ქვეპუნქტის, 235 მუხლის მე-2 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ1“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის 2018 წლის 30 მაისის №11042/10 კორესპონდენციისა და  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 4 ივნისის №13 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე დამტკიცდეს ნუგზარი ღლონტი.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დირექტორის უფლებამოსილება ძალაში შევიდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 138/2018

ანასტასიოს (ტასოს) კრიეკუკისისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №38/2014 დადგენილების, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის 11 მაისის №9544/27 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 21 მაისის №12 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერისა და მის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ბიბლიოთეკის მეგობართა საზოგადოების პრეზიდენტს, ანასტასიოს (ტასოს) კრიეკუკისს, მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.

 

2. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 137/2018