საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

     თსუ სტუდენტებისთვის საცხოვრებლის მშენებლობა იწყება

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს. 350 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე განთავსება და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

     

    სამშენებლო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ჩატარდება შენობის პროექტირება და გამაგრებითი სამუშაოები, ხოლო მეორე ეტაპზე მთლიანი შენობის რეაბილიტაცია.

     

    როგორც თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, საერთო საცხოვრებლის ტერიტორიაზე მოეწყობა სტუდენტური სივრცეები, სპორტული მოედნები. შენობა აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით, რომელიც მორგებული იქნება სტუდენტების საჭიროებებზე.

     

    „სტუდენტური საცხოვრებელი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებას უნივერსიტეტი უკვე იწყებს. ახალი საცხოვრებელი მაქსიმალურად დააკმაყოფილებს სტუდენტების საჭიროებებს და სათანადო პირობებს შეუქმნის მათ. საცხოვრებელი მოეწყობა თანამედროვე ინფრასტრუქტურით და შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან. შენობის გარეთ ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და მოეწყობა გარე სივრცეები,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ. 

     

    სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

    თარიღი: 14/02/2023