ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით თსუ-ში სამეცნიერო კონფერენცია: „ლიტერატურული კონცეპტები და სხვა...“ გაიმართა. კონფერენცია ლაურა გრიგოლაშვილის, რევაზ სირაძისა და გრივერ ფარულავას დაბადებიდან 90 წლის იუბილეს ეძღვნება.
ღონისძიების მონაწილეებს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე მიესალმა. გარდა ამისა, ამავე კონფერენციის ფარგლებში გაიხსნა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილია ლაურა გრიგოლაშვილის, რევაზ სირაძისა და გრივერ ფარულავას ფოტოები და პირადი ნივთები.