თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბავშვთა უფლებების ცენტრში, ახალგაზრდული შეხედულებებისა და კომპეტენციების გაძლიერების მიზნით „ბავშვის უფლებების კულტურის გაძლიერება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერითა და საფრანგეთის საელჩოს ხელშეწყობით ღონისძიება გაიმართა.
პროექტს „ბავშვის უფლებების კულტურის გაძლიერება საქართველოში“ ერთ-ერთი ამოცანაა უნივერსიტეტებში არსებული ბავშვის უფლებების ცენტრების გაძლიერება, მათ შორის ახალგაზრდების ჩართულობისა და მათი უნარების განვითარებისთვის შემდეგი სფეროებში: წიგნიერება, მრავალენოვნება, მათემატიკური, მეცნიერული, საინჟინრო და ტექნოლოგიური კომპეტენციები, ციფრული კომპეტენციები, პერსონალური, სოციალური და სწავლის კომპეტენციები, მოქალაქეობა (აქტიური მოქალაქეობა), მეწარმეობა, კულტურული ცნობიერება და გამოხატვა, მწვანე უნარები, მენტალური ჯანმრთელობა.
თსუ-ს სხვადასხვა მიმართულების, სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების მქონე სტუდენტებმა ფოკუს-ჯგუფების დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა. მათ საინტერესო მინი პროექტები და ინიციატივებიც გააცნეს ერთმანეთს. ამგვარი შეხვედრები თსუ-ს ახლადაარსებულ ბავშვის უფლებების ცენტრი მუდმივად ჩატარდება.
ძვირფასო სტუდენტებო, თუ გაინტერესებთ ცენტრის საქმიანობაში მონაწილეობა, დაგვიკავშირდით მისამართზე chrc@tsu.ge. ერთად მოვემსახუროთ ბავშვების ინტერესების განხორციელებასა და უფლებების დაცვას.