საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გარე მობილობით თსუ-ში გადმომსვლელთა საყურადღებოდ!

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობის ვადები:

 

 პროცედურული ვადები:

 დოკუმენტაციის მიღება – 11 – 13 სექტემბერი;

 უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 14 - 15 სექტემბერი;

 სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი) – 18 სექტემბერი;

 საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 19 სექტემბერი;

 მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 20 სექტემბერი;

საგამოცდო ვადები (უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი დოქტორანტებისთვის/ მაგისტრანტებისათვის):

უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) – 14 სექტემბერი;

გამოცდის შედეგების გამოცხადება –15 სექტემბერი;

გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 15 სექტემბერი;

აპელაციის შედეგების გამოცხადება -15 სექტემბერი;

გასაუბრება სპეციალობაში- 16 სექტემბერი.

 

უნივერსიტეტში გადმომსვლელი სტუდენტი ვალდებულია 11-13 სექტემბერს წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

განცხადება;

სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

პირადობის მოწმობის ასლი;

წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;

სტუდენტის სასწავლო ბარათი;

უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის);

სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის);

ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის);

უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

უნივერსიტეტში გადმომსვლელმა სტუდენტმა დოკუმენტები უნდა წარადგინოს შესაბამის ფაკულტეტზე:

 

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ XI კორპუსი (ბიოლოგების კორპუსი), ოთახი №303. ტელ: (+995 32) 225-04-84 (შიდა 9226).

 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ, VI კორპუსი, ოთახი №203. ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა  6220;  6221).

 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, მაღლივი კორპუსი, VI სართული, ოთახი  N609, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84; შიდა  (9740; 9741).

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა „ტურიზმი“-  მის.: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №44; II სართული, ოთახი №207; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 8521; 8535;) 

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საბაკალავრო პროგრამა ეკონომიკაში (ინგლისურენოვანი) -   მის.:  მ. ზანდუკელის N16. ტელ: 2507177.

 

იურიდიული ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ, II კორპუსი, ოთახი N111, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84  (შიდა 2220).

 

მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა.ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე-3 სართული, ოთახი N324 . ტელ.: (+995 32)  2 25 04 84  (შიდა 1921);

 

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ, III კორპუსი, ოთახი №107 ტელ.: (+995 32)  2 25 04 84 (შიდა - 3220; 3223).

 

თარიღი: 10/09/2023