საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    გისენის უნივერსიტეტის ვირტუალური საზაფხულო სკოლა 2021 „Improve your next conference – advanced training for digital presentations and conferences”

    იუსტუს ლიბიგის სახელობის გისენის უნივერსიტეტი (გერმანია) თსუ-ს სტუდენტებს სთავაზობს 2021 წლის ვირტუალურ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას, რომლის ვირტუალურ ფორმატში ჩატარება დაგეგმილია 2021 წლის 29 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე.

    აღნიშნულ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შემდეგი მიმართულების მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს: გეოგრაფია, ბიოლოგია, გარემოს დაცვა, აგრარული მეცნიერებები*.

    *გამონაკლისის სახით დაიშვებიან ასევე ზემოთმოხსენიებული მიმართულებების თსუ-ს დოქტორანტურის საფეხურის ის სტუდენტები, რომლებიც აღნიშნულ საფეხურზე სწავლების საწყის ეტაპზე არიან და მათ მიერ მაგისტრის ხარისხის მოპოვებიდან არ არის გასული 2 წელიწადზე მეტი.

     

    სამუშაო ენა: ინგლისური

     

    განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 15 აგვისტო

     

    დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს, ასევე იხილოთ: 

    დანართი 1, დანართი 2

    თარიღი: 13/07/2021