საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    დასაქმების პროგრამა: „სტუდენტები სტუდენტებისთვის“

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინიციატივით, უახლოეს მომავალში ამოქმედდება სტუდენტთა  დასაქმების პროგრამა: „სტუდენტები სტუდენტებისთვის“,  რომელიც ითვალისწინებს თსუ - ის სტუდენტების  მიერ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის აუდიო ფონდის გამდიდრებას. 

     

    უნივერიტეტის ბიბლიოთეკაში აუდიო სტუდია აშშ-ს საელჩოს დახმარებით შეიქმნა  და  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე შშმ პირთათვის, კონკრეტულად კი, უსინათლო სტუდენტებისთვის, სახელმძღვანელოებისა და მხატვრული ლიტერატურული წიგნების ჩაწერას ითვალისწინებს, ასევე  მათ საზოგადოებაში ადაპტაციის  გამარტივებას.

     

    ამასთან ერთად, სტუდენტთა დასაქმების პროგრამა ხელს შეუწყობს არსებული აუდიო ფონდის გაზრდას, რაც  უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტისა თუ მიმართულების უსინათლო სტუდენტებისათვის    საგანმანათლებლო პროცესს  გააადვილებს და უფრო ეფექტიანს გახდის. 

     

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დასაქმებული უზრუნველყოფილი იქნება აუდიო კომპიუტერული ტექნიკით. პირველ ეტაპზე გამოცხადდება კონკურსი საჯაროდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე. წარმოდგენილ კონკურსანტებს ჩაუტარდებათ გასაუბრება, რაც გულისხმობს აუდიო წიგნების შესაქმნელად კონკურსანტების შესაბამისი უნარების შემოწმებას. შერჩევა მოხდება აუდიო ჩანაწერების მოსმენის საფუძველზე. სტუდენტის მიერ შესრულებული სამუშაო ანაზღაურებადია და  სამი თვის პერიოდს მოიცავს.

     

    იხილეთ ბრძანების ლინკი

    თარიღი: 03/07/2023