თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით 30 ივნისსა და 1 ივლისს პროფესორ თენგიზ კიკაჩეიშვილის დაბადებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი XIX საფაკულტეტო ინტერდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენცია იმართება.
ღონისძიების მონაწილეებს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე მიესალმა. ღონისძიების ფარგლებში თენგიზ კიკაჩეიშვილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა თსუ მუზეუმში.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართება პროფესორ ირმა რატიანის წიგნის - „დრამის პოეტიკა ქართული აქცენტით“ - პრეზენტაცია.