თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას ისარგებლონ10%-იანი ქეშბექით თსუ წიგნის მაღაზიაში, თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკის (უნივერსიტეტის ქ. 13) სამკითხველო დარბაზში ქსეროქსით მომსახურებისას და თსუ კაფეტერიაში (I და X კორპუსები).
ქეშბექი ავტომატურად აისახება საბანკო ანგარიშზე. სერვისით სარგებლობა ყოველდღეა შესაძლებელი.