საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის სტუდენტები ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიის სხდომებზე

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს  ჯაბა სამუშიას ინიციატივით, თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფრანგული ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელობითა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელშეწყობით, თსუ ფრანკოფონმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიის სხდომებში.

 

 დასკვნითი საპარლამენტო სესიის შემდეგ ფრანკოფონ ევროპარლამენტარებთან განხორციელებული წარმატებული მისიისთვის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სტუდენტები საპატიო სიგელებით და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა. კომიტეტებში მუშაობამ თსუ სტუდენტებს ფრანგულენოვანი მიმართულებით მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება შესძინა.

თარიღი: 09/07/2023