ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატმა 52 ხმით თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მეორე ვადით ლაშა საღინაძე აირჩია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით პრეტენდენტთა რეგისტრაცია 2024 წლის 8 იანვრიდან 18 იანვრამდე მიმდინარეობდა.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: შემაჯამებელი ოქმი.