ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატთა რეგისტრაცია 13 ოქტომბრის 18.00 საათზე დასრულდა. თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე მხოლოდ ერთმა კანდიდატმა - თსუ პროფესორმა ჯაბა სამუშიამ შემოიტანა განაცხადი.
უახლოეს დღეებში საარჩევნო კომისია განიხილავს კანდიდატის განაცხადს. წარმოდგენილი საბუთების შემოწმების შემდეგ, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩევს. აკადემიური საბჭოს დადგენილებით, თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 20 ოქტომბერს ჩატარდება.
ჯაბა სამუშიას მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა
CV
საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი 1
საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი 2
საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი 3
საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი