თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.
,,მინდა ღრმა მწუხარება და თანადგომა გამოვხატო შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებისა და ახლობლების მიმართ. ძნელია სიტყვებით გადმოსცე ის უსაზღვრო ტკივილი, რაც ჩვენს გულებშია.
ამ უმძიმეს დროს ჩვენი ფიქრები მიმართულია სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების და დაკარგული ადამიანების დასახმარებლად. იმედს ვიტოვებთ სამძებრო სამუშაოები მშვიდობით დასრულდება და დაკარგული ადამიანები ოჯახებს დაუბრუნდებიან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.''