თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი უკრაინელი ხალხისთვის თსუ სტუდენტების მიერ გამართულ ჰუმანიტარული დახმარების აქციაში ჩაერთო და სტუდენტების მიერ ორგანიზებულ ცენტრში პირველადი მოხმარების ნივთები, მედიკამენტები, ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები მიიტანა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება გასულ კვირას დაიწყეს. ტვირთი თსუ-დან უკრაინაში, საქართველოში უკრაინის საელჩოს დახმარებით, უახლოეს დღეებში გაიგზავნება.