საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში ხელოვნური ინტელექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენებისა და შესაძლებლობების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.

 

შეხვედრის მონაწილეებს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მიმართა. ,,ჩვენი მიზანია, თსუ-ს თითოეულმა თანამშრომელმა შეძლოს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება, რათა გავაუმჯობესოთ უნივერსიტეტის მართვის პროცესები, სასწავლო გარემო და სამეცნიერო კვლევები. ჩვენი აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდის გადამზადება ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება გვეხმარება, გავხადოთ ჩვენი მუშაობა უფრო ეფექტური და ინოვაციური“, - განაცხადა რექტორმა.

 

ტრენინგები მიზნად ისახავს უნივერსიტეტის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებას ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის პრაქტიკული გამოყენებისა და ეთიკური ასპექტების შესახებ. შეხვედრების ფარგლებში თანამშრომლები ეცნობიან ხელოვნური ინტელექტის (AI) თანამედროვე ინსტრუმენტებს, ასევე, პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობებს სასწავლო, კვლევით და ადმინისტრაციულ საქმიანობაში. თანამშრომლებისთვის ტრენინგები თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ტარდება.

თარიღი: 15/05/2025