საერთაშორისო აკრედიტაციის (FIBAA) მქონე თსუ-სა და შპაიერის (გერმანია) ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი ინგლისურენოვანი, ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“ 15 წლისაა.
პროგრამა ამ დრომდე 200-მდე სტუდენტმა დაამთავრა. კურსდამთავრებულები იღებენ საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომს, რომელიც კონკურენტუნარიანია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.