საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    თსუ 11 სტუდენტს წლიური სწავლის საფასური დაუფინანსდა

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 11 სტუდენტს ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდა. სტუდენტების სწავლა ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის სახელით დაფინანსდა. 
     

    „სტუდენტების შერჩევა მათი სოციალური მდგომარეობისა და აკადემიური მოსწრების მაჩვენებლის გათვალისწინებით მოხდა. ამ სახის წახალისება საშური საქმეა ახალგაზრდებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ეს მათ აკადემიურ წინსვლას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ სტუდენტებთან შეხვედრაზე.
     

    ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წარმომადგენელმა სტიპენდიებთან დაკავშირებულ საკითხებზე  გელა გელაძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია მომავალი თაობის ხელშეწყობა და, ამიტომ, სტუდენტთა დაფინანსება შემდგომაც გაგრძელდება: „სტუდენტების უნარები და ცოდნა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ ეფრემის სურვილი და გადაწყვეტილება დაეხმარება მათ შემდგომ განვითარებაში.“  მისი თქმით, სწავლის საფასურის დაფინანსების პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. 
     

    ღონისძიებაზე თსუ სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა ფოთოლაშვილმა სტუდენტებს სტიპენდიის მისაღებად საჭირო განსახორციელებელი პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 
     

    ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი თსუ-ს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს ეწვია. არქიმანდრიტი სტუდენტებს შეხვდა, საჩუქრად წიგნები გადასცა და აღნიშნა, რომ მონასტერი წარმატებულ ქართველ სტუდენტებს დააფინანსებს.

    თარიღი: 19/10/2022