საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ინგებორგ ბახმანისადმი მიძღვნილი გამოფენა თსუ-ში

     

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ავსტრიელი პოეტისა და მწერალი ქალის ინგებორგ ბახმანის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში თომას მიულმანი, თსუ გერმანისტიკის მიმართულების პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

     

    ღონისძიებაზე ისაუბრეს ინგებორგ ბახმანის საინტერესო და წინააღმდეგობებით დატვირთულ ცხოვრებასა და მის შემოქმედებაზე, რომელიც რთულ ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და მის ფილოსოფიურ აღქმაზეა დაფუძნებული. წაიკითხეს ინგებორგ ბახმანის ლექსების თარგმანი ქართულ ენაზე.

    თარიღი: 18/04/2024