საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის IX საერთაშორისო კონფერენცია

ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის IX საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თბილისში, სადაც მონაწილეობა მიიღეს წამყვანმა ნევროლოგ-ინსულტოლოგებმა აშშ-დან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, ფინეთიდან, კანადიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან და ხორვატიიდან. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა თსუ რექტორის მოადგილე, ერეკლე ასტახიშვილმა.

 

ინსულტის მსოფლიო ორგანიზაცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს ინსულტის - მაღალი სიკვდილობისა და ინვალიდობის გამომწვევი დაავადების - წინააღმდეგ ბრძოლას და გლობალური სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას.

 

კონფერენციის ადგილობრივი ორგანიზატორები იყვნენ თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპარტამენტი და საქართველოს ინსულტის ასოციაცია. ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის პროფესორები - აკადემიკოსი რომან შაქარიშვილი, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე და თსუ-ს კურსდამთავრებული, აშშ-ში მოღვაწე მეცნიერი, პროფესორი ალექსანდრე რაზუმოვსკი.

 

კონფერენცია განხორციელდა საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით და მიზნად ისახავდა ინსულტის კვლევის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო დიალოგის გაღრმავებას და მედიცინის სფეროში ინოვაციური მიდგომების განვითარებას.

თარიღი: 10/10/2025