საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ისრაელის ქნესეთის დელეგაცია თსუ-ში

ივანე  ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია დელეგაცია ისრაელიდან, ქნესეთის (პარლამენტი) წევრი, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის დავიდ ბიტანის მეთაურობით. დელეგაციას თსუ რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე შეხვდა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის 35-წლიან ურთიერთობას, თსუ-ში ებრაული ენისა და ისტორიის შესწავლას.

 

აღსანიშნავია, რომ თსუ არის პირველი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში, სადაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 40-იან წლებში დაიწყო ებრაულის სწავლება. ღონისძიებას დაესწრო “ისრაელის სახლის” ხელმძღვანელი, ყოფილ საბჭოთა კავშირში მსოფლიო ებრაული სააგენტოს პირველი წარმომადგენელი იციკ მოშე.

 

თარიღი: 23/05/2025