საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მულტიდისციპლინური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „მდგრადი განვითარება: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“

ქუთაისის უნივერსიტეტი გიწვევთ მულტიდისციპლინურ  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე: „მდგრადი განვითარება: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“.

 

მულტიდისციპლინური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებას. კონფერენცია ემსახურება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მოღვაწე მეცნიერების, აკადემიური პერსონალის, გამოცდილი და დამწყები მკვლევრების, მათ შორის დოქტორანტების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმოჩენას ფართო აუდიტორიის წინაშე, მათ გაერთიანებას საკუთარი გამოცდილებისა და კვლევის შედეგების გაცვლისა და გაზიარებისათვის. 

 

კონფერენცია გაიმართება 2024 წლის 10 ნოემბერს, ქალაქ ქუთაისში, ჰიბრიდულ რეჟიმში.

 

კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ დანართი ან ეწვიეთ კონფერენციის ვებგვერდს: https://unik.edu.ge/Services/186

თარიღი: 22/07/2024