საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პაატა გუგუშვილის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოება: არსებული მდგომარეობა და გამოწვევები“, რომელიც გამორჩეულ ქართველ მეცნიერსა და ეკონომისტს, აკადემიკოს პაატა გუგუშვილის დაბადებიდან 120 წლისთავს მიეძღვნა.

 

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მიმართა. მისი თქმით, პაატა გუგუშვილი ერთ-ერთ პირველ მეცნიერ მოღვაწედ დარჩება ქართულ ეკონომიკურ მეცნიერებაში, რომლის სამეცნიერო მემკვიდრეობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკური აზროვნების ჩამოყალიბებაზე.

 

კონფერენციის მიზანია საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის განვითარების პერსპექტივების განხილვა, თანამედროვე გლობალური გამოწვევების ფონზე.

 

კონფერენციის ფარგლებში მოეწყო თემატური სესიები, სადაც მონაწილეებმა წარმოადგინეს სამეცნიერო მოხსენებები, რომლებიც შეეხებოდა გლობალური ეკონომიკური პროცესების გავლენას საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე და მდგრადი განვითარების პოლიტიკაზე.

ღონისძიება ორგანიზებული იყო თსუ-ს პაატა გუგუშვილის ეკონიმიკის ინსტიტუტის მიერ.

თარიღი: 11/10/2025