საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    პრაქტიკული კურსი საქართველოში მიმდინარე საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად

    ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო, თსუ-ს დასაქმების ფრანკოფონული ცენტრი და განათლების საერთაშორისო ცენტრი გთავაზობთ საინფორმაციო და პრაქტიკული შეხვედრების ციკლს 2024 წლის 23 დეკემბრიდან -  2025 წლის 24 იანვრის ჩათვლით. შეხვედრებს გაუძღვება, განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ნუნუ მიცკევიჩი.

    პირველი შეხვედრა გაიმართება 23 დეკემბერს, 16:00 საათზე, დასაქმების ფრანკოფონულ ცენტრში.

     

    პროგრამა:

     

    განათლების საერთაშორისო ცენტრის და მიმდინარე კონკურსების წარდგენა - ქ-ნი ნუნუ მიცკევიჩი

    საპარტნიორო პროგრამები: სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა: საფრანგეთშიუნგრეთშიჩინეთში

    პროგრამების წარდგენა, დოკუმენტაციასთან და გასაუბრებასთან დაკავშირებული პრაქტიკული რჩევები.

     

    მომდევნო შეხვედრები გაიმართება 10 იანვრიდან.  შეხვედრების თემატიკას, თარიღს და დროს შეგატყობინებთ ელფოსტის და საიტზე განთავსებული განცხადების საშუალებით!

    მსურველებს გთხოვთ დარეგისტრირდეთ  შემდეგ ბმულზე და  მობრძანდეთ ჭავჭავაძის N36, აუდიტორია 309  (AUF CEF) 16:00 საათზე.

    თარიღი: 20/12/2024