საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    პროექტი დასაქმების შესაძლებლობით - Sales Academy - მიღება გამოცხადდა!

    პროექტი დასაქმების შესაძლებლობით -
    Sales Academy - მიღება გამოცხადდა!

    ტრენერთა ასოციაცია, რომელიც ტრენერთა ყველაზე დიდი გაერთიანებაა საქართველოში, იწყებს ტრენინგ კურსს გაყიდვებსა და მოლაპარაკებებში. პროგრამის მთავარ მიზანს  გაყიდვებით დაინტერესებული ახალგაზრდების გადამზადება წარმოადგენს, რომ მათ ამ მიმართულებით დასაქმება და განვითარება შეძლონ.  პროგრამა დაფინანსებულია მონაწილეებისთვის.

    პროექტი შეიქმნა 20-დან 26 წლამდე ახალგაზრდებისთვის, ვისაც იზიდავს გამოწვევები, სურს პროფესიული განვითარება, სურს საკუთარი შესაძლებლობები და უნარები გამოსცადოს გაყიდვებსა და მოლაპარაკებებში. შემდეგ კი დასაქმდეს საქართველოში მაღალი რეპუტაციის მქონე წამყვან კომპანიებში.

    საწყის ეტაპზე მხოლოდ 12 მონაწილე შეირჩევა. შესაბამისად, კონკურენცია მაღალია.  ტრენინგები დაფინანსებულია. მთავარი პირობაა: მოტივაცია, განვითარების სიყვარული და დასაქმებისთვის მზაობა.

    სწავლის პერიოდი მოიცავს: 5 სატრენინგო შეხვედრას,  მენტორინგს- კარიერულ კონსულტაციას. ტრენინგები ჩატარდება კვირაში ორჯერ - ხუთშაბათსა და შაბათს (ადგილი და დრო დაზუსტდება მოგვიანებით)

    დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაგზავნოთ რეზიუმე, სადაც რეკომენდირებულია ჩანდეს ასევე Linkedin-ის პროფილიც მიმდინარე წლის 3 ნოემბრის ჩათვლით.

    ელ.ფოსტაზე:  Trainers.geo@gmail.com

    დამატებითი ინფორმაცია იხ. აქ

    გისურვებთ წარმატებებს!

    თარიღი: 30/10/2024