ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ გილოცავთ უნივერსიტეტელობას და 18-19 სექტემბერს გიწვევთ საორიენტაციო დღეებზე.
საორიენტაციო დღეების ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:
- სტუდენტთა უფლება-მოვალეობები
- სასწავლო პროცესის მხარდამჭერი სერვისები და სტიპენდიები
- ხარისხის განვითარების მექანიზმები და სტუდენტების ჩართულობა
- საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამები
- კარიერის მხარდამჭერი სერვისები
- სტუდენტური სერვისები (საერთო საცხოვრებელი, სტუდენტური პროექტებისა და სტარტაპების მხარდაჭერა)
- სტუდენტური ცხოვრება (თვითმმართველობა და კლუბები)
- საუნივერსიტეტო კულტურული და სპორტული აქტივობები
შეხვედრები გაიმართება თსუ-ის I კორპუსის სააქტო დარბაზში 11:00-დან 17:00 საათამდე, ფაკულტეტების მიხედვით.
ამასთან,19 სექტემბერს 10:00-დან 15:00 საათამდე დაგეგმილია შემეცნებითი ტურები თსუ-ის I კორპუსში, რომელშიც სტუდენტები გაეცნობიან უნივერსიტეტის ისტორიას, მოინახულებენ უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული მუზეუმების ნაწილსა და ბიბლიოთეკას. ტურის ერთერთ ნაკადს გაუძღვება თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია.
შეხვედრებზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია
დამატებითი კითხვების ან ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში მოგვწერეთ