დამოუკიდებელი საქართველოს
ისტორიაში პირველი ინგლისურენოვანი ეროვნული ატლასის და საქართველოს გეოგრაფიული ატლასის
(ქართულ ენაზე) პრეზენტაცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტში. გამოცემები თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტმა მოამზადა.
„ეროვნული ატლასი“ ძალიან მნიშვნელოვანი, უნიკალური გამოცემაა. ამ ერთ გამოცემაშია თავმოყრილი უნიკალური ინფორმაცია, როგორც საქართველოს გეოგრაფიაზე, ისე გეოლოგიაზე, კულტურაზე, სპორტზე; უამრავი სტატიაა, რომელიც სრულ ინფორმაციას მიაწვდის საქართველოთი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. მასზე ძალიან მაღალი დონის ქართველი და გერმანელი მეცნიერები მუშაობდნენ. დიდი სიამაყით წარვადგინეთ ატლასი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. გარდა სამეცნიერო მხარისა, გამოცემა პოლიგრაფიულადაც ძალიან მაღალ დონეზეა შესრულებული,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
„ საქართველოს ეროვნული ატლასი “ არის სამეცნიერო-საცნობარო ხასიათის კომპლექსური კარტოგრაფიული ნაწარმოები, მ ოიცავს დაახლოებით 120 რუკას, ასევე ტექსტებს, გრაფიკებსა და ფოტოებს. ატლასში წარმოჩენილია ქვეყნის მდებარეობა, ბუნებრივი პირობები, რესურსები, კულტურული მემკვიდრეობა, ისტორია, მოსახლეობა, მეურნეობა, სოციალური სფერო და ეკოლოგიური მდგომარეობა. მასში წარმოდგენილია სხვადასხვა სფეროებში არსებული თანამედროვე მეცნიერული მიღწევები.
თსუ
ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის
ნანა ბოლაშვილის თქმით,
„საქართველოს
ეროვნული ატლასის პროექტის ფინანსური მხარდამჭერი არის გერმანიის განათლებისა და მეცნიერების
ფედერალური სამინისტრო. ატლასი შესრულდა თსუ გეოგრაფიის ინსტიტუტში, გერმანიის გისენის
უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტთან თანამშრომლობით. გასული წელი ძალიან ნაყოფიერი
იყო გეოგრაფიის ინსტიტუტისათვის, რადგან ორი უმნიშვნელოვანესი ატლასი მომზადდა.“
„ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ატლასთან დაკავშირებით
არის ის, რომ იგი იძლევა ცნობებს საქართველოს შესახებ და ასევე კავკასიის შესახებ.
რაც შეეხება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობას, მნიშვნელოვანი ფაქტორია ურთიერთობა
უნივერსიტეტებს შორის მეცნიერებასა და განათლებაში.
ჩვენ კარგი სამსახური გავწიეთ თსუ-სთან ერთად, ასევე ვმუშაობდით სხვა უნივერსიტეტებთან.
სტუდენტური გაცვლითი პროგრამები მაძლევს იმის იმედს, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება და მოუთმენლად ველი მრავალი წარმატებული
პროექტის განხორციელებას არა მხოლოდ თსუ-სთან არამედ სხვა ქართველ მეცნიერებთან გეოგრაფიის
დარგში,“- განაცხადა გისენის (გერმანია) უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ატლასის პროექტის კოორდინატორმა თსუ-ში
სერჟიო
ვალენტინიმ.