11 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებამ აკადემიის წევრ-კორესპონდენტებად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 4 თანამშრომელი აირჩია:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი ამირხანაშვილი კობა - სპეციალობით "მეტალურგია და მასალათმცოდნეობა".
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი ტატიშვილი გრიგორ - სპეციალობით "ქიმია და ქიმიური ტექნოლოგიები".
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ზაზა სხირტლაძე, სპეციალობით - „ხელოვნების ისტორია და თეორია“.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ირაკლი ბრაჭული, სპეციალობით - „ფილოსოფია, ფილოსოფიის ისტორია.“
გარდა ამისა, აკადემიის სტიპენდიატი გახდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალგაზრდა თანამშრომელი, თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ს/ს ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი ზურაბ ბარათაშვილი, სპეციალობით - "ენათმეცნიერება".