შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში შესული წერილის თანახმად საქართველოში იაპონიის საელჩო აცხადებს განაცხადების მიღებას მდგრადი განვითარებისთვის სამეცნიერო და ტექნოლოგიების კვლევითი თანამშრომლობის (Science and Technology Research Partnership for Sustainable Development SATREPS) პროგრამის ფარგლებში.
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი კვლევით პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, შევსებული სააპლიკაციო ფორმა გამოაგზავნონ რუსთაველის ფონდის ელექტრონულ ფოსტაზე info@rustaveli.org.ge ამა წლის 2025 წლის 1 სექტემბრის 16:00 საათამდე.
გთხოვთ, იხილოთ სააპლიკაციო ფორმა თანდართული ფაილის სახით.