საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა

ჯაბა სამუშიამ შიდასაუნივერსიტეტო სპორტული ჩემპიონატების გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კალათბურთისა და ფეხბურთის მასშტაბური შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატები ჩატარდა.

 

2022-2023 წლების სეზონის გამარჯვებული გუნდები თსუ რექტორმა, ჯაბა სამუშიამ დააჯილდოვა. ასპარეზობაში მონაწილეობა შვიდივე ფაკულტეტის 75-მა გუნდა მიიღო, საიდანაც ფინალური ეტაპისთვის 16 საუკეთესო შეირჩა. „ლიგა თსუ“-ს გამარჯვებული იურიდიული ფაკულტეტის გუნდი „კოლოქვიუმი“ გახდა. მე-2 ადგილზე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გუნდი “რეკორდმაისტერი” გავიდა; მე-3 ადგილი კი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდმა “ფრონტი” დაიკავა; რაც შეეხება კალათბურთის ჩემპიონატს ,, Basket Tsu'', სეზონის გამარჯვებული ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გუნდი გახდა. მეორე ადგილი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერების ფაკულტეტის გუნდმა დაიკავა.

 

გოგონათა საკალათბურთო ტურნირში "Basket Tsu Women'' პირველი ადგილი გუნდმა "HUSTLE" მოიპოვა, ხოლო მეორე ადგილის მფლობელი "3 shots" გახდა.

თარიღი: 17/06/2023