საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ უნივერსიტეტის წარმატებული გუნდები და მათი გულშემატკივრები დააჯილდოვა

ჯაბა სამუშიამ უნივერსიტეტის წარმატებული გუნდები და მათი გულშემატკივრები დააჯილდოვა.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ კაპელას, ფუტსალის, ფრენბურთის გუნდებსა და მათ გულშემატკივრებს თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ მადლობის სიგელები გადასცა, სტუდენტური კაპელას ხელმძღვანელი ლაშა მიროტაძე კი, უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.

 

მიმდინარე წელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურისა და სპორტის მიმართულებით განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. „ჩვენ შევაჯამეთ ის მნიშვნელოვანი წარმატებები, რომელიც 2023 წელს ჰქონდათ სპორტულ გუნდებს, ასევე დავაჯილდოვეთ უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა პოლონეთში წარმატებული გამოსვლისთვის, მინდა მივულოცო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თითოეულ მის სტუდენტს ეს გამარჯვება,“-განაცხადა თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა მე-19 საერთაშორისო საგუნდო ფესტივალის Mundus Cantat 2023 გამარჯვებული და გრან პრის (The Grand Prix) მფლობელი გახდა. რაც შეეხება სპორტის მიმართულებას, უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი 2022-2023 წლების სეზონის ფუტსალის ლიგა 2-ის გამარჯვებულია. სტუდენტური ფესტივალი 2023-ის ფრენბურთის ჩემპიონატში კი, გამარჯვება უნივერსიტეტის გოგონათა გუნდმა მოიპოვა და ოქროს მედლები დაჯილდოვდა. უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდი ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა.

 

ღონისძიების დასასრულს უნივერსიტეტის სტუდენტურმა კაპელამ საგუნდო ფესტივალის Mundus Cantat 2023 საფინალო სიმღერა შეასრულა. დაჯილდოების ღონისძიებას უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

თარიღი: 11/06/2023