საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ ISET-ის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ ISET-ის ეკონომიკის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების 2023 კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. წელს ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები 125 სტუდენტმა დაასრულა.

სტუდენტებს ISET-ის დამთავრება მიულოცეს გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა და მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ერიკ ილესმა, USAID-ის მისიის დირექტორმა, ჯონ პენელმა და საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ. კურსდამთავრებულებს მიესალმა ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია

აღსანიშნავია, რომ ISET-ის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ერთადერთი საერთაშორისოდ აკრედიტებული ეკონომიკის პროგრამებია ქვეყანაში. უკვე მესამე წელია ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა არის ნომერი პირველი საქართველოს ყველა უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის პროგრამებს შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულების მიხედვით.

 

თარიღი: 18/07/2023