საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშია ევროკავშირის ელჩსა და ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა

თსუ რექტორი, აკადემიკოსი  ჯაბა სამუშია  ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის და ლატვიის ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორს აგნესე დევიდსონს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში  მხარეებმა განიხილეს ურთიერთანამშრომლობის პერსპექტივები, ისაუბრეს თანამშრომლობის შედეგად მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს.
 

,,ჩვენ ძალიან ვაფასებთ ევროპასთან მეგობრობას, ეს ურთიერთობები საუკუნეების განმავლობაში გრძელდებდა. ევროკავშირთან ინტეგრაცია ნიშნავს ჩვენს სახლში, მშობლიურ გარემოში დაბრუნებას. ჩვენ ვიბრძოდით  დამოუკიდებლობისთვის საბჭოთა პერიოდში. დამოუკიდებლობა ქართველებმა, ბალტიისპირელებმა და უკრაინელებმა ერთობლივი ბრძოლით მოვიპოვეთ. ეს დიდი გამარჯვება იყო,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
 

თსუ რექტორმა ევროკავშირის ელჩს სამომავლოდ უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის საჯარო ლექციის ჩატარება სთხოვა.
 

ევროკავშირის, მისი ინსტიტუციებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ისტორიასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და კიდევ ერთხელ დააფიქსირა უნივერსიტეტთან თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მზაობა. 
 

უნივერსიტეტებს შორის უკვე არსებულ ურთიერთობასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა ვიძემეს (ლატვია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორმა აგნესე დევიდსონმა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

თარიღი: 31/10/2023