19 ივლისს, სასტუმროში „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი”, ISET-ის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა!
ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის, ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამისა და ფინანსების სამაგისტრო პროგრამის 154-მა კურსდამთავრებულმა წარმატებით დაასრულა სწავლა და ISET-ის კურსდამთავრებულთა საერთაშორისო ქსელს შეუერთდა.
კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს ISET-ის დირექტორმა თამარ სულუხიამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა, ლაშა საღინაძემ. ცერემონიაზე ასევე გაჟღერდა ISET-ის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის, პოლ ვახტელის ვიდეომიმართვა.
ცერემონია, ტრადიციულად, ქუდების აყრით და დაუვიწყარი ემოციებით დასრულდა. ვულოცავთ ISET-ის 2026 წლის კურსდამთავრებულებს!