ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობების, სასწავლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
თსუ სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ჰარვარდის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულმა, იურიდიული კომპანიის MG LAW Office მმართველმა პარტნიორმა არჩილ გიორგაძემ; Harvard Extension School-ის კურსდამთავრებულმა, ტექნოლოგიური კომპანიის TNET გენერალური დირექტორის მოადგილემ მირიან ხაბურზანიამ; ჰარვარდის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულმა, იურიდიული კომპანიის Gvinadze and Partners მმართველმა პარტნიორმა სოფიო ფანჯიკიძემ; თსუ იურიდიული ფაკულტეტის და ჰარვარდის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულმა, იურიდიული კომპანიის EK Law Office PLLC (ნიუ იორკი) მმართველმა ადვოკატმა ეკატერინე ეგუტიამ;