ევროპის უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის ორგანიზებით იგეგმება I საერთაშორისო კონფერენცია „სწავლების ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიური მიღწევები უმაღლეს განათლებაში“.
აღნიშნული კონფერენციის მიზანია საგანმანათლებლო სივრცეში, მკვლევრებისა და განათლების ექსპერტების მიერ, სწავლება/სწავლის პროცესში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში ხელშეწყობა.
კონფერენციაზე მთავარი მომხსენებლები არიან როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი განათლების ექსპერტები.
აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 30 ნოემბერი.
მსმენელებისრეგისტრაციის ბოლო ვადა: 2020 წლის 10 დეკემბერი.
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2020 წლის 15 დეკემბერი.
გლობალური პანდემიის პირობებში, მიმდინარე წელს, კონფერენცია გაიმართება ონლაინ რეჟიმში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს