საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იმიტირებული სასამართლო პროცესი ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი, ევროკავშირისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით გიწვევთ ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნულ ჩემპიონატში  მონაწილეობის მისაღებად.

 

•იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტებული ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტს; ერთი უნივერსიტეტიდან ერთზე მეტი გუნდის დარეგისტრირება დაშვებულია;

 

•თითოეული გუნდი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3 და არაუმეტეს 5 სტუდენტისგან; გუნდის წევრები უნდა წარმოადგენდნენ ერთი და იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  სტუდენტებს;

 

•იმიტირებული სასამართლო პროცესის ტურნირი შედგება 2 ეტაპისგან − წერითი და ზეპირი რაუნდები; ზეპირ რაუნდში მონაწილეობას მიიღებს წერითი რაუნდის საფუძველზე გამოვლენილი 8 საუკეთესო გუნდი;

 

•იმიტირებული სასამართლო პროცესის ტურნირის დასკვნითი (ზეპირი) რაუნდი გაიმართება 2019 წლის 21 და 22 იანვარს.

 

მონაწილეობის მსურველმა გუნდმა რეგისტრაციისათვის უნდა ჩამოტვირთოს აპლიკაციის ელექტრობული ფორმა და მიჰყვეს შემდეგ ბმულზე მოცემულ ინსტრუქციას.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 3 დეკემბერი, 18:00 საათი!

 

ზეპირ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად შერჩეული რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გუნდ(ებ)ის მგზავრობის, ცხოვრების და კვების ხარჯებს დაფარავენ ღონისძიების ორგანიზატორები.

 

გუნდის რეგისტრაციის, იმიტირებული სასამართლო პროცესის წესებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის სრულად იხილეთ ბმული და წესები.

 

საკონტაქტო პირი: პროფ. ქეთევან ხუციშვილი, თამარ  კიკვიძე ელ. ფოსტა: ketevan.khutsishvili-law@tsu.ge; tamar.kikvidze@icmpd.org 

თარიღი: 12/03/2019