იმის გასაგებად, თუ როგორია 21-ე საუკუნის ინოვაციური ტრენდები და როგორ შეიძლება საკუთარი იდეას ხორცი შესახა და კომერციულად აქციო, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საშუალება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამერიკელი ექსპერტის აილინ ბრიუერის საჯარო ლექციასა და ვორკშოპზე დასწრება გახლდათ.
აილინი 25 წელია სილიკონ ველის ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მოღვაწეობს, და 6 წელზე მეტია ახორციელებს Angel Investment-ს. შექმნილი აქვს პირველი სტარტაპ ტექ. აქსელერატორები ერაყში, სადაც სტარტაპებში ჩადებული ინვესტიციები 2 წლის განმავლობაში 2-დან 14 მილიონამდე გაიზარდა.
ოთხი დღის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფების წარმომადგენლებსა თუ უბრალოდ დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ აილინთან ერთად ემუშავათ საკუთარი იდეის განვითარებაზე და პირდაპირ მისგან მიეღოთ რჩევები.
ეილინის ოთხდღიან ვორქშოპის ძირითადი თემები კი, იდეების გენერირება, design thinking, მომხმარებლის აღმოჩენა და შესწავლა, Lean canvas, Pivoting, ბაზრის კვლევა და სტრატეგია, Pitch და Pitch deck შექმნის მეთოდოლოგიები გახლდათ.
ოთხდღიანი ტრენინგის კურსი და საჯარო ლექცია „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (UCBP) ფარგლებში დაფინანსდა, რომელიც საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ადმინისტრირებით და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ეილინის კარიერის შესახებ ინფორმაციას, დეტალების ნახვა სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მის Linkedin-ზე: https://www.linkedin.com/in/eileenbrewer/.