საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    საჯარო ლექცია - "ADHD ახალგაზრდებში: რა ვიცით სინამდვილეში?"

    ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის შესახებ ისაუბრა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ გაგოშიძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საჯარო ლექციაზე. 


    "ADHD ახალგაზრდებში: რა ვიცით სინამდვილეში?" - საჯარო ლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა.
     

    ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათის იყო. შეგროვებული თანხით ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტს ანა ჩეკურიშვილს დაეხმარებიან. ანას დაუდგინდა ჰოჯკინის დაავადება.

    თარიღი: 08/12/2022