საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    სტიპენდიები ამსტერდამის უნივერსიტეტის 2025 წლის საზაფხულო პროგრამებში მონაწილეობისათვის

    სტიპენდიის შესაძლებლობა: ამსტერდამის უნივერსიტეტის საზაფხულო პროგრამები 2025

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც UNICA-ს (ევროპის დედაქალაქების უნივერსიტეტების ქსელი) წევრი, გიზიარებთ შესაძლებლობას, რომელიც გათვალისწინებულია UNICA-ს წევრი უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის.

    ამსტერდამის უნივერსიტეტი (UvA) სთავაზობს €500-იან სტიპენდიას იმ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ 2025 წელს მონაწილეობა მიიღონ უნივერსიტეტის სხვადასხვა საზაფხულო პროგრამაში.

    სტიპენდიები გაიცემა სწავლის საფასურის ფასდაკლების სახით და უპირატესობა მიენიჭება მათ ვინც პირველი დარეგისტრირდება. დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გააგზავნონ განაცხადი მათ მიერ შერჩეულ პროგრამაზე, სადაც უნდა წარმოადგინონ:

    • სამოტივაციო წერილი
    • რეზიუმე
    • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი

    დეტალები:

    • განაცხადის ბოლო ვადა: 15 მარტი, 2025
    • სტიპენდიის ტიპი: ფასდაკლება სწავლის საფასურზე (€500)
    • ხანგრძლივობა: ორი- (4 კრედიტი) და სამკვირიანი (6 კრედიტი) პროგრამები

    მონაწილეობისთვის ხელმისაწვდომი რამდენიმე პროგრამა:

    • ფრინველები: ჩვენი საერთო ისტორია, წეს-ჩვეულებები და მომავალი (3 კვირა, 6 კრედიტი) – ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ეკოლოგია, კონსერვაცია და ადამიანისა-ბუნების ურთიერთობები.
    • ურბანული ცვლილებების შემქმნელები (3 კვირა, 6 კრედიტი) – სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულების სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საზოგადოებრივი პრობლემებით, სოციალური ცვლილებებით და ურბანული კვლევებით.
    • კონფლიქტების მართვა: მშვიდობის მშენებლობა თეორიასა და პრაქტიკაში (3 კვირა, 6 კრედიტი) – ბაკალავრის ან მაგისტრის საფეხურის სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ პოლიტიკურ მეცნიერებებს, კონფლიქტოლოგიას და სამართალს.
    • ჩარევა, რომელიც დაფუძნებულია გონებამახვილობასა და თანაგრძნობაზე (3 კვირა, 6 კრედიტი) – ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების ან ჯანდაცვის სფეროს საბაკალავრო და სამაგისტრო სტუდენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ძლიერი ინტერესი და გარკვეული გამოცდილება გომებამახვილობაში, ფსიქოლოგიაში და/ან პედაგოგიკაში.

    დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ამსტერდამის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის გუნდს summer-info-gsss@uva.nl -ზე.

     

    თარიღი: 07/03/2025