საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ადმინისტრაცია უკრაინელი ხალხისთვის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატის, ცენტრალური ადმინისტრაციის და ფაკულტეტების წარმომადგენლები უკრაინელი ხალხის დასახმარებლად თსუ სტუდენტების ინიციატივას შეუერთდნენ და სტუდენტების მიერ ორგანიზებულ ჰუმანიტარული დახმარების ცენტრში პირველადი მოხმარების ნივთები, საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და ტანსაცმელი მიიტანეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარების აქცია გასულ კვირას დაიწყეს. აქციას შეუერთდნენ თსუ საკალათბურთო და ფუტსალის გუნდების წევრები. ჰუმანიტარული ტვირთი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან უკრაინაში, საქართველოში უკრაინის საელჩოს დახმარებით, უახლოეს დღეებში გაიგზავნება.

თარიღი: 11/03/2022