საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ საპატიო დოქტორის წოდება ორ უცხოელ მეცნიერს მიენიჭა

საქართველოსა და უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ეტვოშ ლორანდის (უნგრეთი) სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დოქტორ ლასლო ბორის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ევროპის აკადემიის ყოფილ პრეზიდენტს, პროფესორ სირდ ქლოეთინგს, თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილებით თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ. 
 

„საპატიო დოქტორის წოდება საქართველოს ორ დიდ მეგობარსა და გულშემატკივარს მიენიჭა: პროფესორ დოქტორ ლასლო ბორის, იმ წვლილისთვის, რომელიც მან შეიტანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვთარებაში და ასევე სირდ ქლოთინგს, რომელიც სხვადასხვა დროს იყო ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობებზე და ყოველთვის უწყობდა ხელს საქართველოს უმაღლესი განათლების და მეცნიერების სფეროს განითარებაში.  მისი პირადი ინიციატივით, მისი კოლექცია, 5000 ტომი გადაეცა საჩუქრად თსუ-ს და დღეს ეს არის სარესურსო ბიბლიოთეკა სტუდენტებისათვის, რომელიც განთავსებულია თსუ გეოლოგიის დეპარტამენტში. მისი ინიციატივით გაიხსნა საქართველოში ევროპის აკადემიის წარმომადგენლობა,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ
 

"ჩვენ გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა თსუ-სთან. ეტვოშ ლორანდის სახელობის ბუდაპეშტის უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ქართველოლოგია ისწავლება, გვაქვს ასევე ქართული ბიბლიოთეკა, რომელიც უნგრეთში საქართველოს ელჩის ხელშეწყობით სამი წლის წინ გაკეთდა. ამ წელს, დაახლოებით, 40 ქართველი სტუდენტი იღებს უმაღლეს განათლებას ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში, ამასთანავე, 30 სტუდენტი თსუ-ში სწავლობს უნგრულ ენას. ჩვენ, ორ უნივერსიტეტს გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობა, ვაფასებთ ერთმანეთის ენასა და კულტურას, შესაბამისად, ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ მჭიდრო და სისტემატიური თანამშრომლობა,“- განაცხადა ეტვოშ ლორანდის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ლასლო ბორიმ.  
 

ევროპის აკადემიის და ასოციაცია COST ყოფილი პრეზიდენტის, ევროპის კვლევის საბჭოს (ERC) ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, უნგრეთის რექტორთა კონფერენციის პრეზიდენტის და უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრის, უტრეხტის უნივერსიტეტის პროფესორის სირდ ქლოთინგის თქმით, „ეს საპატიო დოქტორობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, როგორც მეცნიერული, ასევე პერსონალური თვალსაზრისით. მოხარული ვარ, რომ საქართველო ევროპული ასოციაციის სამეცნიერო კორპორაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. ევროპული ქსელის შექმნა საშუალებას აძლევს ქართველ მეცნიერებს ჩაერთონ ევროპის სამეცნიერო კვლევებში და მიიღონ დაფინანსება ევროპული კომისიებისგან. საქართველო მშვენიერი ადგილია მეცნიერებისა და ევროპაში მიმდინარე პროცესების შესასწავლად. ძალიან მიხარია, რომ ჩემი ბიბლიოთეკა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადავეცი,“- აღნიშნა სირდ ქლოთინგმა.   
 

დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ პროფესორმა სირდ ქლოეთინგმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: ევროპული თანამშრომლობის პერსპექტივები მეცნიერებაში, ინოვაციებსა და პოლიტიკის რჩევებში“. "Perspectives on European cooperation in science, innovation and policy advice".
 

ღონისძიებაზე საჯარო ლექცია ასევე წაიკითხა პროფესორმა ევა კონდოროშმა თემაზე: „მცენარეები გარემოსა და მდგრადი მომავლის სასარგებლოდ“. პროფესორი კონდოროში მცენარეთა ბიოლოგიის ინსტიტუტის  დირექტორია კვლევის მიმართულებით, ასევე უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის ბრწყინვალების ცენტრის, ევროკომისიის მთავარი სამეცნიერო მრჩეველთა ჯგუფის და „აკადემია ევროპეას“ წარმომადგენელი და ევროპის კვლევის საბჭოს (ERC) ) ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი.

 

თარიღი: 07/10/2022