2025 წლის 13-15 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართება მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები: ნართების ეპოსი კავკასიურ ფოლკლორში.
მოხსენებების თემატიკა:
პლენარური სხდომა:
"ნართების ეპოსი კავკასიურ ფოლკლორში" კონფერენციაზე იმუშავებს ექვსი სექცია და მრგვალი მაგიდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის:
1. ლიტერატურათმცოდნეობა, ენათმეცნიერება, ლექსიკოლოგია;
2. ფოლკლორისტიკა, ეთნოლოგია, ისტორია, არქეოლოგია;
3. ფილოსოფია, ეთიკა, რელიგია, განათლება;
4. კულტურა და ხელოვნება;
5. ინტერდისციპლინური კვლევები;
6. მედია და მასობრივი კომუნიკაცია;
მრგვალი მაგიდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის.
კონფერენციის მიზანი:
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, „ქართულ-ოსური ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ მიზანია, ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს.
მიმართულებები:
ფოლკლორი, ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ისტორია, ფილოსოფია, რელიგია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, განათლება, კულტურის კვლევები, ხელოვნებათმცოდნეობა, კონფლიქტები, მედია, მიგრაცია.
სამუშაო ენები:
ქართული, ოსური, ინგლისური, რუსული.
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 15 წუთი;
მსჯელობა - 10 წუთი;
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი:
მოხსენება:
დასწრებული და დაუსწრებელი მონაწილეობა.
გთხოვთ კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები (ქართულ და ინგლისურ, ან რუსულ და ინგლისურ ენებზე) გამოგზავნოთ 2025 წლის 10 სექტემბრამდე.
შემდეგ მისამართზე: gorc.conference2025@tsu.ge
კონფერენციის წინასწარი პროგრამა:
12 ოქტომბერი - სტუმრების ჩამოსვლა-დახვედრა
13 ოქტომბერი - კონფერენციის გახსნა, მისალმებები, გამოფენის გახსნა: „ქართულ-ოსური ურთიერთობის ისტორიიდან“;
პლენარული სხდომა;
სექციური მუშაობა;
14 ოქტომბერი - სექციური მუშაობა; სტუმრად ეთნოგრაფიულ მუზეუმში: ოსური სახლი;
15 ოქტომბერი - კულტურული პროგრამა: ექსკურსია კახეთში, სახალხო დღესასწაული „კოსტაობა“ (ლაგოდეხის რაიონი, სოფ. არეშფერანი)
16 ოქტომბერი - სტუმრების გაცილება
თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen, Times New Roman
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი (250 სიტყვა)
თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს, მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ 2025 წლის 15 სექტემბერს.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის სერტიფიკატები.
კონფერენციაში მონაწილე მომხსენებელთათვის არ არის დაწესებული სარეგისტრაციო გადასახადი.
კონფერენციის თეზისები და წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდება.
საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, თბილისი, ქეთევან წამებულის 55, ოთახი N 115.
ელ.ფოსტა: gorc.conference2025@tsu.ge
სარეგისტრაციო ფორმა:
სახელი ______________________________________________________________________
გვარი ______________________________________________________________________
სამუშაო ადგილი ___________________________________________________________________
თანამდებობა ____________________________________________________
_____________________________________________________________________
მოხსენების სათაური ________________________________________________________________
______________________________________________________________________
მობილური____________________________________________________________
მისამართი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომრები
________________________________________________________________
საკონტაქტო ინფორმაცია