საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    უკრაინისტიკის ცენტრი

     

    უკრაინისტიკის ცენტრის მიზანია უკრაინისმცოდნეობის, როგორც დარგის განვითარება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უკრაინისტიკის, როგორც დისციპლინის როლის განსაზღვრა მსოფლიო ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, უკრაინისმცოდნეობის უმთავრესი საკითხებისა და მათი ურთიერთკავშირის შესწავლა, კერძოდ: უკრაინის ისტორია, უკრაინული ენა, უკრაინული ლიტერატურა და კულტურა, ქართულ-უკრაინული ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობანი. აღსანიშნავია, რომ ცენტრში მიმდინარეობს უკრაინული მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის თარგმნა. მოქმედებს უკრაინული ენის შემსწავლელი კურსები. ლიტერატურული ურთიერთობების კვლევას ინტერდისციპლინური ხასიათი აქვს. ცენტრში იგეგმება და ხორციელდება სამეცნიერო პროექტები უკრაინის უმაღლეს სასწავლებლებთან და დასავლურ სლავისტურ სამყაროსთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად. აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე ქართული და უკრაინული ლიტერატურულ-კულტურული პროცესების შედარებითი კვლევა.