სადოქტორო პროგრამის დასახელება: ურბანისტიკა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ურბანისტიკის დოქტორი
დადგენილების ნომერი №88 (დანართი №271)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
პროგრამის ხელმძღვანელები: პროფესორი იოსებ სალუქვაძე; პროფესორი ანტონიო კასტელბრანკო
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 6 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 60 კრედიტი
სავალდებულო სასწავლ კომპონენტი 40 ECTS კრედიტი
არჩევითი სასწავლო კომპონენტი 20 ECTS კრედიტი
სადოქტორო პროგრამის „ურბანისტიკა“ მიზანია:
ურბანისტიკის მკვლევარისმომზადება დარგის თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციებით საქალაქო განვითარებისაქტუალური პრობლემების გადასაჭრელად;
საერთაშორისოდ აპრობირებული სტანდარტების შესაბამისიდოქტორის ინტელექტუალურ ზრდა;
აკადემიური და კვლევითი რესურსების ურთიერთდაახლოება;
სამეცნიერო მუშაობის გააქტიურება და კვლევის ხარისხის ამაღლება;
საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ჩართვა, დარგში ახალი ცოდნის შექმნა და დანერგვისათვის ხელშეწყობა;
დოქტორანტმა შეიძინოსახალი ცოდნა, ‘ინსტრუმენტები’ და მეთოდები, რომელიც საშუალებას მისცემს იმუშაოს როგორც ინფორმირებულმა და უახლესი ტენდენციების მცოდნე პროფესიონალმა საქალაქო განვითარების/ურბანისტიკის ისეთ სფეროებში, სადაც საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობა და სოციალურად რელევანტური ხედვის ქონა.
მისცეს დოქტორანტს საქალაქო სივრცის შესახებ სრულფასოვანი აკადემიური და პროფესიულ ცოდნა, რაც მათ საშუალებას მისცემს ადექვატურად გააცნობიეროს და შეაფასოს მიმდინარე ურბანული პროცესები, შეძლოს სათანადოდ დაგეგმოს, მოაწყოს და მართოს ქალაქის ტერიტორია და სოციალურ-ეკონომიკური გარემო.
შეძლოს სრულფასოვანი კვლევების ჩატარება, პროექტების მომზადება და განხორციელება, ასევე პროექტებისა და გეგმარებითი დოკუმენტების ექსპერტიზა ურბანული განვითარების სფეროში, ქალაქების სოციალურ-ეკონომიკური და სივრცითი ფუნქციონირების თვალსაზრისით;
დისციპლინათაშორისი ინტეგრირებული მიდგომების გამოყენება თანამედროვე ქალაქების წინაშე მდგარი კომპლექსური გამოწვევების შეფასებისა და გადაჭრის გზების შემუშავების კუთხით;
გამოუმუშავდეს სათანადო ცოდნის სინთეზის უნარი ქალაქის ფიზიკური გარემოსა და განაშენიანების ფორმების (არქიტექტურის, ლანდშაფტური არქიტექურის და გეგმარებითი სტრუქტურის) სფეროში, ისეთ მნიშვნელოვან საქალაქო კომპონენტებთან, როგორიცაა გეოგრაფია, ეკოლოგია, ეკონომიკა, სოციოლოგია და მოსახლეობის დემოგრაფია.
ურბანისტიკის სადოქტორო პროგრამაში მონაწილეობის (განაცხადის/აპლიკაციის) შემოტანის უფლება აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხის (ან მასთან გათანაბრებული ხარისხის) მქონე პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ხარისხი არქიტექტურაში, ქალაქმშენებლობაში, საზოგადოებრივ გეოგრაფიაში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში, ეკონომიკაში, ლანდშაფტების შემსწავლელ მეცნიერებაში.
კანდიდატს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში მოპოვებული უნდა ქონდეს საერთო ჯამში არანაკლებ 300 ECTS კრედიტისა.
დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური სამეცნიერო ენისარანაკლებ B2 დონეზე ცოდნის დადასტურება(შესაბამისი გამოცდის ჩაბარება ან საერთაშორისო აღიარების მქონე სერტიფიკატის წარმოდგენა). იმშემთხვევაში, თუდოქტორანტისამეცნიეროკვლევისემპირიულბაზადირჩევსინგლისურენასამუცხოურიენის C1 დონეზე ცოდნის დადასტურება.
სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელისა და პროგრამის ხელმძღვანელის (შესაბამისი ქვედარგის ხელმძღვანელის) თანხმობა;
გასაუბრების შედეგების მიხედვით დოქტორანტურაში მიმღები კომისიის მიერ გაწეული რეკომენდაცია.
ურბანისტიკის დოქტორი სიღრმისეულად ფლობს ამ დარგში გამოყენებულ თეორიულ და კვლევით მეთოდებს. იცისდარგისგანვითარებისძირითადი კანონზომიერებები, კლასიკურიდაუახლესიკონცეფციები; შეუძლია დარგის ახალი სამეცნიერო-ტერმინოლოგიური აპარატით ოპერირება.შეუძლია დარგის კვლევის მეთოდების და გამოყენებითი ასპექტების აქტუალიზება.
სადოქტორო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს აქვს სრული ინფორმაცია მისი კონკრეტული სამეცნიერო საკითხების/პრობლემატიკის სფეროში არსებული მდგომარეობისა და უახლესი მიღწევების შესახებ.
აქვს ფუნდამენტური ცოდნა და უნარები, რაც უზრუნველყოფს მის დასაქმებას ურბანისტიკის დოქტორისათვის შესაბამის პოზიციაზე. სიღრმისეულად ფლობს კვლევის თანამედროვე მეთოდებს, მათ შორის ინფორმაციის მიღების და დამუშავების მეთოდებს. ურბანისტიკის დოქტორს აქვს სამეცნიერო ჯგუფის ლიდერისათვის საჭირო ჩვევები; იცნობს სამეცნიერო კვლევისა და განვითარების ხელშემწყობი ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების მუშაობის პრინციპს და საგრანტო პროექტების, სამეცნიერო პუბლიკაციების შედგენის საკვანძო მომენტებს. ფლობს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების საშუალებით სწავლების პროცესის წარმართვის უნარს და ელექტრონული სწავლების საფუძვლებს. მონაწილეობს ელექტრონული სწავლებისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში. კურსდამთავრებულმა იცის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე ძირითადი პროცესები, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის არსი, ბოლონიის პროცესის მახასიათებლები და მისი ძირითადი ამოცანები, საუნივერსიტეტო კურიკულუმის შემუშავების ძირითადი პრინციპები, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მოთხოვნები; ფლობს უმაღლეს სკოლაში სწავლების მეთოდების საფუძვლებს, აცნობიერების მის მიზნებსა და შედეგებს.
ურბანისტიკის დოქტორს შეუძლია დასახოს საქალაქო განვითარების სფეროში კომპლექსური პრობლემების გადაჭრის გზები, მას შეუძლია შეიმუშავოს ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდები, მიდგომები, რომლებიც ახალი ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული. შეუძლია დამოუკიდებლად აწარმოოს დარგობრივი კვლევათანამედროვე სამეცნიერო კვლევითი და ანალიტიკური მეთოდებით; შექმნას მეცნიერული ღირებულების მქონე საკვალიფიკაციო ნაშრომი და პუბლიკაციები; შეძენილი ცოდნა და კომპეტენციები წარმატებით გამოიყენოს პრაქტიკაში - საველემუშაობისას, კონკრეტული პროექტების განხორციელებისათვის, სამეცნიერო დაწესებულებასა თუ უნივერსიტეტში მუშაობისას. შეუძლიაწარმატებული სამეცნიერო თანამშრომლობა მომიჯნავე დარგების წარმომადგენლებთან; შეუძლია გააანალიზოს და კრიტიკულად შეაფასოს როგორც თავისი, ასევე სხვათა სამეცნიერო საქმიანობის შედეგები; შეუძლიაარა მარტო შეიძინოს და დააგროვოს ცოდნა, არამედ სხვებსაც გადასცეს იგი; შეუძლიაკვალიფიციურად მოამზადოს ურბანისტიკის დარგის ცალკეული სფეროების სასწავლო-მეთოდური მასალები; შეუძლია ურბანისტიკასა და მის მომიჯნავე სამეცნიერო დისციპლინებში მიღებული სამეცნიერო საქმიანობის შედეგების პროფესიული ექსპერტიზა და განზოგადება, შეუძლია სხვადასხვა პროექტების ხელმძღვანელობა და ინტერდისციპლინური გუნდის მუშაობაში მონაწილეობა და მისი კოორდინირება.
სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს აკადემიურ გარემოში საჭირო ტექსტების (სამეცნიერო ნაშრომი, მოხსენება, რეცენზია და სხვ.) შექმნის, მათი შეფასებისა და პრეზენტაციის უნარი; შეუძლია სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადება მაღალრეიტინგული რეფერირებადი გამოცემებისათვის. კურსდამთავრებულს აქვს აკადემიურ გარემოში საჭირო ტექსტების (სამეცნიერო ნაშრომი, რეცენზია და სხვ.) ადეკვატური ლექსიკითა და ენობრივი სტილის გამოყენებით შექმნის, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით გაფორმების, პრეზენტაციის, მათი შეფასების, რეცენზირებისა და აკადემიური ფორმით არგუმენტირების უნარი. შეუძლია ელექტრონული სწავლების საფუძვლების, მეთოდოლოგიის, ტექნოლოგიებისა და პრაქტიკის კვლევა/სწავლებაშიდანერგვა. შეუძლია სხვადასხვა მიმართულების სამეცნიერო პროექტების შემუშავება ან/და დახვეწა პოტენციური პარტნიორებისა და დონორებისათვის მისაღები ფორმის მისაცემად. შეუძლია სილაბუსის და საგანმანათლებლო პროგრამის (კურიკულუმის) შემუშავება და შეფასება ბოლონიის პროცესის, ევროპული სტანდარტების, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მოთხოვნების გათვალისწინებით; შეუძლია სწავლების თანამედროვე სტრატეგიების პრაქტიკულად განხორციელება, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მთავარი პრინციპებისა და კომპონენტების სასწავლო პროცესში დანერგვა; სწავლების ინტერაქტიური მეთოდების წარმატებით გამოყენება; შეუძლია შეადგინოს სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-აღმზრდელობითი პროგრამები/პროექტები და სხვ.
ურბანისტიკის დოქტორს შეუძლია დარგობრივი კვლევის შეჯამება, ყველა არგუმენტის ინტეგრაციით ლოგიკური, ნათლად ჩამოყალიბებული დასკვნის გამოტანა; მონაცემების კრიტიკული და ღრმაანალიზი, სათანადოდ შეფასება და ამ შეფასების დასაბუთება; რთული და არაერთმნიშვნელოვანი იდეებისა და მიდგომების კრიტიკული ანალიზი, სინთეზი და შეფასება; სწორი, სტრატეგიულიდა ეფექტური გადაწყვეტილების მიღება.
ურბანისტიკის დოქტორს შუძლია წერილობითი და ზეპირი ფორმით კომუნიკაცია მშობლიურ და უცხო ენაზე. შეუძლია საერთაშორისო სამეცნიერო წრეებთან პროფესიული კომუნიკაცია, დარგისადამის მომიჯნავე სამეცნიერო დისციპლინებში მიღებული სამეცნიერო საქმიანობის შედეგების პროფესიული კომენტირება და განზოგადება, კვლევის შედეგების სხვადასხვა ტიპის აუდიტორიასთან სათანადოდ წარმოჩენა; პროფესიული ამოცანების გადაჭრის მიზნით საკომუნიკაციო სტრატეგიების, ტაქტიკისა დარიტორიკის კანონების ადეკვატურად გამოყენება; დარგის მეტაენითოპერირება და წარმატებული სამეცნიერო თანამშრომლობა მომიჯნავე დარგების წარმომადგენლებთან.
სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს აკადემიურ გარემოში საჭირო ტექსტების (სამეცნიერო ნაშრომი, მოხსენება, რეცენზია და სხვ.) შექმნის, მათი შეფასებისა და პრეზენტაციის უნარი; შეუძლია სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადება მაღალრეიტინგული რეფერირებადი გამოცემებისათვის;
მას შეუძლია საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წინაშე ზეპირი მოხსენებების გაკეთება, დისკუსიებში მონაწილეობა, აქვს საკუთარი მოსაზრებებისა და არგუმენტების წამოყენების უნარი;
აქვს სამეცნიერო პროექტების დაგეგმვისა და წარმართვისთვის აუცილებელი პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
შეუძლია არქეოლოგიის, პალეოანთროპოლოგიის და პალეონტოლოგიის საინტერესო საკითხების ფართო საზოგადოებისათვის პოპულარულ ენაზე მოწოდება.
ურბანისტისკის დოქტორს აქვს დარგის უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა, რაც მას ხელს უწყობს, დამოუკიდებლად დაგეგმოს და მართოს სწავლის და საკუთარი პროფესიული განვითარების პროცესი. იგი აცნობიერებს უწყვეტი განათლების მნიშვნელობას და შეუძლია დარგში არსებული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი და სინთეზი, პრობლემის იდენტიფიცირება, სამეცნიერო სიახლეებისა და მიმუდმივად თვალის მიდევნება და კვლევაში მათი ინტეგრირების უნარი; შეუძლია მომიჯნავე მეცნიერებების კვლევის მეთოდებისა და ახალი აღმოჩენების კომბინირება, საჭიროების შემთხვევაში სამეცნიერო პროფილის შეცვლა და ახალ ვითარებასთან ადაპტირება.
ურბანისტიკის დოქტორს აქვს მაღალი სოციალური და დემოკრატიული ფასეულობები,პატივს სცემს კულტურათა მრავალფეროვნებას, იცავს და ამკვიდრებს აკადემიური ეთიკის ნორმებს, რაც გულისხმობს: ინტელექტუალური საკუთრების პატივისცემას, სხვათა აზრის პატივისცემას, ინტერპერსონალური ურთიერთობების ეთიკის ნორმების დაცვას; მას შეუძლია ამ ღირებულებათა დამკვიდრების გზების ძიება.
ურბანისტები დასაქმდებიან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში, ასევე არასამთავრობო დაწესებულებაში. მათ მიმართ მაღალია მოთხოვნა ქალაქ თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების მერიებში და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოებში (მუნიციპალიტეტებში), ასევე შესაბამისი პროფილის სამინისტროებში (მაგ. ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის) და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში. მათი დასაქმება მოსალოდნელია უმაღლესსაგანმანათლებლოანკვლევითდაწესებულებებში; ასევე კერძო სექტორში უძრავი ქონების, არქიტექტურის, მშენებლობისა და ქალაქგეგმარებით საქმიანობაში მონაწილე კომპანიებში; ურბანულ და მიწათსარგებლობის სფეროში მოქმედ საერთაშორისოსააგენტოებსა და სამოქალაქო სექტორში (არასამთავრობო ორგანიზაციები).