საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: | სამართალი/LAW |
უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: | დოქტორანტურა |
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია (ქართულად და ინგლისურად): |
სამართლის დოქტორი/Doctor of Law |
სწავლების ენა: | ქართული |
პროგრამის ხანგრძლივობა | სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი, 6 სემესტრი. |
პროგრამის მოცულობა კრედიტებით: |
ECTS - 60 |
პროგრამის ხელმძღვანელი: |
პროფესორი, სამართლის დოქტორი, ირაკლი ბურდული. |
პროგრამის მიზნები:
სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს:
• შესძინოს სამართლის სფეროში უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა, რომელიც არსებული ცოდნის გაფართოების, ინოვაციური მეთოდების გამოყენების, სისტემური და კრიტიკული გააზრების საშუალებას იძლევა;
• გამოუმუშავოს სამართლის სფეროში ახალი ცოდნის შექმნაზე ორიენტირებული ახალი კვლევითი ან ანალიტიკური მეთოდების ან/და მიდგომების შემუშავების უნარი;
• გამოუმუშავოს სამართლის სფეროში ახალი, რთული და წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომების კრიტიკული ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარი;
• გამოუმუშავოს სამართლის სფეროში კომპლექსური პრობლემების გადაჭრისათვის სწორი და ეფექტური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
• გამოუმუშავოს კოლეგებისა და ფართო საზოგადოებისათვის არსებულ ცოდნასთან ურთიერთკავშირში ახალი ცოდნის დასაბუთებულად, გარკვევით წარმოჩენისა და გადაცემის, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე გამართულ თემატურ დისკუსიებში მონაწილეობის უნარი;
• გამოუმუშავოს საუნივერსიტეტო განათლებაში, სწავლებისა და კვლევის განხორციელების გზით, მონაწილეობის უნარი;
• გამოუმუშავოს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვითა და ინოვაციურობისა და დამოუკიდებლობის დემონსტირირებთ, სამართლის სფეროში, კვლევის დაგეგმვისა და უახლეს მიღწევებზე დამყარებული კვლევითი პროექტების შემუშავების უნარი.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სამართლის მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. იმ შემთხვევაში თუ დოქტორანტობის კანდიდატის მიერ გავლილი სამართლის სამაგისტრო პროგრამის მოცულობა 120 კრედიტზე ნაკლებია, აუცილებელია სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხიც.
სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ასევე მაგისტრს, თუ მას სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში გავლილი აქვს მინიმუმ 30 კრედიტის სამართლის დარგობრივი კურსები და ამასთან, სამაგისტრო ნაშრომი შესრულებული აქვს სამართლის სფეროში. ამ შემთხვევაში, დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხიც.
სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
ევროპული სამეცნიერო (ინგლისური, გერმანული ან ფრანგული) ენის გამოცდისაგან ან შესაბამისი სერტიფიკატის წარმოდგენისაგან თავისუფლდება დოქტორანტობის კანდიდატი, თუ საქართველოში ან მის ფარგლებს სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს ერთ-ერთ იმ ენაზე, რომელიც წარმოადგენს სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას.
დოქტორანტობის კანდიდატი, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული, წარმოადგენს ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან ჩააბარებს გამოცდას ქართულ ენაში.
სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურები განისაზღვრება თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებით.
დოქტორანტურაში მიღება ცხადდება შემოდგომის და/ან გაზაფხულის სემესტრებისათვის.
სწავლის შედეგები:
სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი:
(A) აღწერს ეროვნული და უცხოური სამართლის, თანამედროვე იურიდიული მეცნიერების უახლეს მიღწევებსა და კომპლექსურ პრობლემებს;
(B) შეიმუშავებს სამართლის სფეროში ახალი ცოდნის შექმნაზე ორიენტირებულ კვლევით ან ანალიტიკურ მეთოდებს ან/და მიდგომებს;
(C) კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს სამართლის სფეროს ახალ, რთულ და წინააღმდეგობრივ იდეებსა და მიდგომებს;
(D) დამოუკიდებლად იღებს სწორ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს ორისო სამართლის სფეროში არსებული კომპლექსური პრობლემების გადასაჭრელად;
(E) მსჯელობს კოლეგებთან და ფართო საზოგადოებასთან სამართლის სფეროში უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნისა და ამ სფეროში არსებული კომპლექსური პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ, დასაბუთებულად და გარკვევით წარმოაჩენს და გადმოსცემს არსებული ცოდნის ურთიერთკავშირს ახალ ცოდნასთან, მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე გამართულ თემატურ დისკუსიებში;
(F) მონაწილეობს საუნივერსიტეტო განათლებაში სწავლებისა და კვლევის განხორციელების გზით;
(G) იცავს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს, სამართლის სფეროში ინოვაციურობისა და დამოუკიდებლობის დემონსტირირებთ გეგმავს ახალი ცოდნის შექმნაზე ორიენტირებულ სამეცნიერო-კვლევით პროცესს და შეიმუშავებს უახლეს მიღწევებზე დამყარებულ კვლევით პროექტს/ნაშრომს.
დასაქმების სფეროები
სამართლის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებული უფლებამოსილია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაიკავოს აკადემიური თანამდებობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
სამართლის დოქტორს ასევე შესაძლებლობა ეძლევა იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც მოითხოვება სამართლის დოქტორის ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება.