
პროგრამის დასახელება: ეკოლოგია
პროგრამის ხელმძღვანელები:
მაკა მურვანიძე, პროფესორი/კოორდინატორი
გურამ ქუთელია, ასოცირებული პროფესორი
ვაჟა ტრაპაიძე, ასოცირებული პროფესორი
გიორგი მახარაძე, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი
სიმონ წერეთელი, ემერიტუსი

საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს მეცნიერების ბაკალავრები ეკოლოგიაში
1. რომლებსაც ექნებათ საბაზისო ფუნდამენტური ცოდნა ცოცხალი ორგანიზმებისა და გარემოს ურთიერთობის ძირითადი ასპექტების, ასევე, გარემოზე ბუნებრივი და ანთროპოგენური ზემოქმედების ბიოლოგიური, გეოგრაფიული, გეოლოგიური, ფიზიკური და ქიმიური საფუძვლების შესახებ;
2. რომლებიც მდგრადი ეკოლოგიური განვითარების უზრუველყოფის მიზნით შეძლებენ გაანალიზონ ბუნებრივი სისტემების ორგანიზაციის და მისი ფუნქციონირების სივრცე-დროითი ასპექტები, გარემოზე ბუნებრივი და ტექნოგენური ზემოქმედების თავისებურებები, დაადგინონ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კანონზომიერებები;
3. რომლებიც შეძლებენ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას გლობალური ეკოლოგიური გამოწვევების ფონზე.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
- ეკოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე საქართველოს მოქალაქეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
- ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, ეკოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
- ეკოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.
- ეკოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
პროგრამის გავლის შედეგად, კურსდამთავრებული:
1.1 აღწერს ეკოსისტემების სტრუქტურას, ბიოგეოგრაფიასა და ბიომრავალფეროვნებას, მათი კავშირს ბიო- და გეოსფეროსთან
1.2 განსაზღრავს კავშირებს ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებას შორის, გარემოში მიმდინარე ფიზიკურ და ქიმიურ პროცესებს და მათ კავშირს ეკოლოგიასთან 1.3 განსაზღვრავს ცალკეული რეგიონების ეკოლოგიურ მრავალფეროვნებას
1.4 განმარტავს ანთროპოგენული ფაქტორების გავლენას გარემოს ობიექტებზე -
უნარები
პროგრამის გავლის შედეგად, კურსდამთავრებულს შეუძლია
2.1 მოიძიოს და დაამუშაოს ინფორმაცია გარემოში მიმდინარე ეკოლოგიური ცვლილებების შესახებ
2.2 პრაქტიკულ საქმიანობაში გამოიყენოს დარგში არსებული პრობლემების გადაწყვეტისათვის აპრობირებული მეთოდები -
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
პროგრამის გავლის შედეგად, კურსდამთავრებულს შეუძლია
3.1 დამოუკიდებლად პროფესიული და ეთიკური პრინციპების დაცვით განახორციელოს ბუნებრივ და სოციალურ გარემოს შეფასება, შედეგების შეჯერება და ინტერპრეტაცია;
3.2 დაგეგმოს შემდგომი პროფესიული განვითარება

საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულების შესაძლო დასაქმების სფეროებია:
- სასწავლო და სამეცნიერო ორგანიზაციები;
- არასამთავრობო და კერძო სექტორი;
- გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, კვების, ჯანმრთელობის დაცვის და თავდაცვის შესაბამისი უწყებები და საწარმოები
- შესაბამისი პროფილის ლაბორატორიები;
სტუდენტს შეუძლა სწავლა გააგრძელოს სწავლების შემდგომ საფეხურზე – სამაგისტრო პროგრამებზე, ჩაერთოს კვლევით პროექტში და ა.შ