
ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროგრამა
თსუ ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროგრამა აკრედიტებულია საერთაშორისო საინჟინრო აკრედიტაციის კომისიის მიერ (ABET, http://www.abet.org)
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი გიორგი ღვედაშვილი
პროგრამის კოორდინატორი: ასოც. პროფესორი ცისანა გავაშელი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მეცნიერების ბაკალავრი ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიაში
პროგრამაზე ბოლო 5 წლის მანძილზე ჩარიცხული სტუდენტების / კურსდამთავრებულ ბაკალავრთა რაოდენობა:
თსუ EEE პროგრამა |
2019-2020 | 2020-2021 | 2021-2022 |
2022-2023 |
2023-2024 | 2024-2025 |
ჩარიცხვები |
51 | 53 | 48 | 49 | 54 | 49 |
დაცვები | 2 | 7 | 5 | 2 | 16 | 14 |

პროგრამის საგანმანათლებლო მიზნები (PEO)
ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის ბაკალავს შეეძლება:
- საინჟინრო ცოდნისა და ეთიკური პრინციპების გამოყენება ინოვაციური და მდგრადი გადაწყვეტილებების შესამუშავებლად, რომლებიც მიმართულია ეროვნული და გლობალური ტექნოლოგიური, საზოგადოებრივი და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრისკენ.
- ლიდერობის, გუნდური მუშაობისა და უწყვეტი გაუმჯობესებისადმი ერთგულების დემონსტრირება მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისა და კვლევაში, ინოვაციასა და პროფესიულ განვითარებაში აქტიური მონაწილეობის გზით.
- წვლილის შეტანა ეროვნულ და გლობალურ პროგრესში პროფესიულ, აკადემიურ და საზოგადოებრივ სამსახურში ჩართულობით, რაც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიურ წინსვლას და საზოგადოების კეთილდღეობას.

ძირითადი სპეციალობის არჩევის პირობა:
ელექტრონიკის შესავალი, კალკულუსი.

სწავლის შედეგები (SO)
ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი კურსდამთავრებული უნდა ფლობდეს ABET-ის მიერ განსაზღვრულ კომპეტენციებს (1-7) და უნდა შეეძლოს:
- რთული საინჟინრო ამოცანების იდენტიფიცირება, ფორმულირება და გადაჭრა ინჟინერიის, მეცნიერებისა და მათემატიკის პრინციპების გამოყენებით;
- საინჟინრო დიზაინის გამოყენება ისეთი გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც დააკმაყოფილებს კონკრეტულ საჭიროებებს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის, ასევე გლობალური, კულტურული, სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით;
- ეფექტური კომუნიკაცია ფართო სპექტრის აუდიტორიასთან;
- საინჟინრო სიტუაციებში ეთიკური და პროფესიული პასუხისმგებლობის გაცნობიერება და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება, საინჟინრო გადაწყვეტილების გავლენის გათვალისწინებით გლობალურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ კონტექსტში;
- გუნდში ეფექტურად მუშაობა, რომლის წევრებიც ერთობლივად უზრუნველყოფენ ლიდერობას, ქმნიან თანამშრომლობით და ინკლუზიურ გარემოს, ისახავენ მიზნებს, გეგმავენ ამოცანებს და აღწევენ დასახულ მიზნებს;
- შემუშავება და ჩატარება შესაბამისი ექსპერიმენტების, მონაცემების გაანალიზება/ინტერპრეტაცია და საინჟინრო მსჯელობის გამოყენება დასკვნების გამოსატანად;
- საჭიროებისამებრ ახალი ცოდნის შეძენა და გამოყენება, შესაბამისი სასწავლო სტრატეგიების გამოყენებით.

დასაქმება
ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები კურსდამთავრებულებს მისცემს შესაძლებლობას დასაქმდნენ როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. წარმატებით შეეძლებათ მულტიდისციპლინურ გუნდებში ინტეგრირება და მიღებული ძლიერი თეორიული საფუძვლისა და პრაქტიკული უნარების გამოყენებით მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ინდუსტრიისა და ტექნოლოგიების განვითარებაში, მათ შორის შემდეგ სფეროებში:
- საწარმოო და საინჟინრო პროფილის კომპანიები, სადაც გამოიყენება რთული ტექნოლოგიური პროცესები და მოითხოვება ამ პროცესების დაგეგმვა, მართვა, ავტომატიზაცია და მოდერნიზაცია საინჟინრო ცოდნის საფუძველზე;
- ინოვაციური და საინჟინრო-განვითარების კომპანიები, რომლებიც ქმნიან ან იყენებენ ახალ ტექნოლოგიებს;
- სატელეფონო, სატელევიზიო და სხვა საკომუნიკაციო კომპანიები;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიები და ორგანიზაციები, სადაც აქტიურად გამოიყენება ციფრული და IT სისტემები.