საბაკალავრო პროგრამის დასახელება: ებრაისტიკა / Hebrew
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ებრაისტიკის ბაკალავრი / Bachelor of Hebrew
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
პროგრამის ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. მამუკა ბუცხრიკიძე
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
ECTS 240 კრედიტი
პროგრამის სტრუქტურა/ECTS-მოცულობა
სავალდებულო საფაკულტეტო კურსები 50 ECTS კრედიტი
ძირითადი პროგრამა (Major) 120 ECTS კრედიტი
დამატებითი პროგრამა (Minor) 60 ECTS კრედიტი
თავისუფალი 10 ECTS კრედიტი
პროგრამის მიზანი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ებრაისტიკა-არამეისტიკის საბაკალავრო პროგრამა შეესაბამება უნივერსიტეტის მისიას და ითვალისწინებს მისიით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას - საზოგადოების ინტელექტუალური, ზნეობრივი, კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.
ებრაისტიკა-არამეისტიკის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრი ებრაისტიკა-არამეისტიკაში, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა ფილოლოგიის, ისტორიოგრაფიისა და ქვეყანათმცოდნეობის დარგში.
ქართული ებრაისტიკისა და არამეისტიკის სკოლის განვითარებას განსაკუთრებული როლი ეკისრება უპირველესად ქართული კულტურის ისტორიის შესწავლისა და კვლევის, და ასევე საკუთრივ ებრაისტიკა-არამისტიკის პრობლემატიკის კვლევის საქმეში - მოსეს ხუთწიგნეულის არსებულ ხელნაწერთა შორის კონსონანტური ტექსტის მხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა თბილისური ებრაული ხელნაწერი (X ს.) _ „ლაილაშის ბიბლია“; მცხეთის არამეული წარწერები შუქს ჰფენს საქართველოს ისტორიის მთელ რიგ საკითხებს. დადგინდა მანამდე უცნობი სახეობა არამეული დამწერლობისა, „არმაზული“ და სხვ.
ებრაული და არამეული ენების სწავლებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1945 წ.) აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სემიტოლოგიის კათედრაზე უძღვებოდა ცნობილი სემიტოლოგი აკად. კ. წერეთელი, ხოლო 1991 წელს მისი ინიციატივით დაარსდა ებრაულ-არამეული ფილოლოგიის კათედრა, რომელიც წლების მანძილზე ამზადებდა მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებს. კათედრამ გამოუშვა ათეულობით მაღლკვალიფიციური სპეციალისტი, რომლებიც დღეს წარმატებით იღვწიან როგორც სამეცნიერო-კვლევით, ისე პედაგოგიურ ასპარეზზე, ასევე საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ უწყებებში, კომერციულ ორგანიზაციებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და სხვ.
პროგრამის მიზანია, სტუდენტებს შესძინოს კომპეტენცია ებრაისტიკა-არამეისტიკის სხვადასხვა სფეროში: კლასიკურსა და თანამედროვე ებრაულში, თანამედროვე ისრაელის ლიტერატურაში, ბიბლეისტიკაში (კლასიკური ებრაული ტექსტები - ბიბლია, თალმუდი და სხვ.), ებრაული და არამეული ენების ისტორიულ გრამატიკაში, არამეულ (სირიულ) ენაში, არამეული (სირიული) ლიტერატურის ისტორიაში, არამეულ(სირიულ)-ქართულ ლიტერატურულ და ენობრივ ურთიერთობებში, ისრაელის ისტორიაში, თანამედროვე ისრაელის პოლიტიკურ და სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობაში და სხვ.
საბაკალავრო პროგრამის აქტუალობას უდავოდ განაპირობებს საქართველოში მნიშვნელოვანი ებრაული და არამეული დიასპორების არსებობა.
ებრაისტიკა–არემისტიკის საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებასა და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას, დარგობრივი ცოდნის გენერირებასა და ინოვაციური სწავლებით საუნივერსიტეტო ტრადიციების განვითარებას სემიტოლოგიის, კერძოდ, ებრაისტიკა–არამეისტიკის დარგში. შეძენილი ცოდნის ბაზაზე სტუდენტს ეძლევა ფართო არჩევანი შემდგომი დასპეციალებისა და პროფესიული კარიერის განსაზღვრისათვის.
აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრებს ებრაისტიკა-არამეისტიკის სპეციალობით აქვთ საშუალება შემოქმედებითად, მოცემულ დროს ბაზრის მოთხოვნისა და საკუთარი შემეცნებითი ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვროს თავისი განათლების მიმართულება და ხარისხი. მათ აქვთ სწავლის გაგრძელებისა და პროფესიული დახელოვნების საშუალება მაგისტრატურაში.
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება: ებრაისტიკა-არამეისტიკის საბაკალავრო პროგრამით მომზადებულ ბაკალავრს მიღებული აქვს დარგის შესაბამისი ფართო და ზოგადი განათლება სპეციალობის განმსაზღვრელ ძირითად ზოგადთეორიულ და პრაქტიკულ დისციპლინებში; მას აქვს აღმოსავლეთმცოდნეობის, როგორც კომპლექსური მეცნიერების ძირითადი მიმართულებებისა და დარგების შესახებ საბაზისო ცოდნა; წარმოდგენა ზოგადად ებრაისტიკა – არამეისტიკაზე და სემიტოლოგიის სკოლის ტრადიციებზე საქართველოში; ფლობს თანამედროვე ებრაულს საერთო ევროპული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ შემუშავებული ენის ცოდნის B 1.2 დონეზე, აქვს ბიბლიის ებრაულისა და არამეულის საბაზისო ცოდნა, ებრაული და არამეული ენების სტრუქტურული თავისებურებების ცოდნა და ზოგადსემიტურ კონტექსტში გააზრების უნარი, აღმოსავლური ლიტერატურის, ქართულ – აღმოსავლური ლიტერატურული ურთიერთობების, კულტურის, ისტორიის საბაზისო ცოდნა.
ის დაუფლებულია რომელიმე ევროპულ ენასა და იცის ერთ-ერთი კლასიკური ან სხვა აღმოსავლური ენის საფუძვლები აკადემიური და კვლევითი მიზნებისთვის.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება: ებრაისტიკა-არამეისტიკის საბაკალავრო პროგრამით მომზადებულ ბაკალავრს შეუძლია დარგობრივ მონაცემთა ინტერპრეტირება და საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში დარგის მომიჯნავე სფეროებში გარკვევა; შეუძლია მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება; შეუძლია სპეციალობის მაპროფილებელი ენის (ებრაულის) პრაქტიკული გამოყენება მთელი რიგი წერილობითი კორესპონდენციისა და ზეპირმეტყველების მიზნებისათვის, აქვს სათარჯიმნო ბიუროების ტიპიური დოკუმენტაციისა და საქმიანი ქაღალდების ებრაულიდან ქართულად და პირუკუ თარგმნის უნარი; აქვს ლინგვისტური, ლიტერატურული და ისტორიული პროცესების ელემენტარული შეფასებისა და ანალიზის უნარი.
დასკვნის უნარი: აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრს ებრაისტიკა-არამეისტიკის სპეციალობით სფეროსათვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვება და განმარტება, შეძენილი თეორიული ცოდნის კრიტიკულად გააზრება, განსხვავებული ინტერპრეტაციების შეჯერება, შესასწავლი ენისა და ლიტერატურის ამა თუ იმ მონაცემის გაანალიზება და ლოგიკური, დასაბუთებული დასკვნის გამოტანა. ასევე მას აქვს შეძენილი ისეთი უნარ-ჩვევები, რომელიც აუცილებელია სწავლის შემდგომი გაგრძელებისთვის.
კომუნიკაციის უნარი: აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრს ებრაისტიკა-არამეისტიკის სპეციალობით აქვს მინიმალური დახმარების პირობებში ინფორმაციის ეფექტურად მოპოვების უნარი, მათ შორის სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით; ებრაულ და ერთ-ერთ ევროპულ ენაზე პროფესიულ წრეებში ვერბალური და წერითი კომუნიკაციის კულტურა; ახალი მონაცემების ანალიზის უნარი დარგობრივი სფეროსათვის შესაბამისი მეთოდების გამოყენებით.
სწავლის უნარი: აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრს ებრაისტიკა-არამეისტიკის სპეციალობით აქვს სამუშაო დროის სწორად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი: თავისი პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის სფეროში შეუძლია პრიორიტეტების გამოყოფა მუშაობის პროცესში; შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა. შეუძლია საკუთარ თავზე მუშაობა და ბაკალავრიატში სწავლის მანძილზე მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ საქმიანობაში დამოუკიდებლად სრულყოფა; აქვს განათლების შემდგომ (სამაგისტრო) საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
ღირებულებები: აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრს ებრაისტიკა-არამეისტიკის სპეციალობით აქვს კულტურათაშორისი განსხვავებების, კულტურული მრავალფეროვნების აღქმის, ადეკვატური გაგებისა და პატივისცემის უნარი; მას კარგად აქვს გაცნობიერებული აკადემიური და ეთიკური ნორმები და იცავს აკადემიური პატიოსნების სტანდარტებს.
დასაქმების სფეროები
ბაკალავრი მზადდება აღმოსავლეთმცოდნეობის დარგში საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიული, სარედაქტორო, სარეფერენტო, საარქივო-სამუზეუმო, მეთოდიკური, სათარჯიმნო და მხატვრულ-კრიტიკული საქმიანობისათვის. აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრი ებრაისტიკა-არამეისტიკის სპეციალობით მომზადებულია და შეიძლება დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო დაწესებულებებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სისტემებში, ბიბლიოთეკებში, არქივებსა და მუზეუმებში, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, ყველა იმ თანამდებობაზე სამუშაოდ, რომელიც გათვალისწინებული იქნება ბაკალავრის ხარისხის მქონე სპეციალისტებისათვის.