საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2025 - 2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე.

 

ბრძანება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ  (https://tsu.ge/ka/legal/52907)

  

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები


თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.

 

მიღების წინაპირობები განსაზღვრულია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).

2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები (ბრძანება დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ (ბრძანება №9/01 01,21.07.2026)   https://tsu.ge/ka/legal/52906

 

ა) დოკუმენტაციის მიღება -9-16 თებერვალი;

ბ) გამოცდა უცხო ენაში (ინგლისური, ფრანგული, გერმანული) - 18 თებერვალი;

გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 19 თებერვალი;

დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 20 თებერვალი;

ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 21 თებერვალი;

ვ) დოქტორანტობის იმ კანდიდატთათვის, რომლებმაც დაადასტურეს/ჩააბარეს გამოცდა გერმანულ ან ფრანგულ ენაში:

გამოცდა ინგლისურ ენაში- 23 თებერვალი (13:00 სთ-მდე);

ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება - 23 თებერვალი (18:00 სთ-მდე);

ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გასაჩივრება– 24 თებერვალი (13:00 სთ-მდე);

ინგლისური ენის გამოცდის აპელაციის შედეგების გამოცხადება-24 თებერვალი;

ზ) გასაუბრება/ გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების დოქტორანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 25 თებერვალი;

თ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 26 თებერვალი;

ი) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისთვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 27 თებერვალი.

2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოკუმენტაციის მიღება მოხდება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე:  https://uni-can.tsu.ge/login?returnUrl=%2F (მისამართი გააქტიურდება 9 თებერვალს).

 

ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;

 

ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);

 

გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2025 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);

 

დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

 

ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;

 

ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;

 

თ)უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);  დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა. გერმანული ან ფრანგული ენის ცოდნის დადასტურების შემთხვევაში, დოქტორანტს მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება არანაკლებ B1დონეზე. იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტი სამეცნიერო კვლევის ემპირიულ ბაზად ირჩევს ინგლისურ/გერმანულ/ფრანგულ ენას მოეთხოვება ამ უცხოური ენის C1 დონეზე ცოდნა:

 

ი) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

თუ კვლევის ემპირიული ბაზა არის ქართული- ქართული ენის ცოდნის C1 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

კ) შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

ლ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში),

 

მ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

ნ) ფოტოსურათი (3X4) – 2 ცალი;

 

ო) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი -  საკონტაქტო პირი: ტელ: 225 04 84 (შიდა 2330): თამარ თათრიშვილი 577 73 73 87.

 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი:  ლალი ჩიკვილაძე, ტელ: 591 05 08 04.

 

იურიდიული ფაკულტეტი - მის:  მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, ოთახი 115,  (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 2229).

 

მედიცინის ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ტელ.:  ნინო მეგრელიშვილი, ტელ: 577 72 17 16.